zoom in zoom out

ფასები, ტრანსპორტი, უსაფრთხოება და სხვა..

სამცხე-ჯავახეთი სტუმრებს ათასწლეულების კულტურის, ხელშეუხელებლი ბუნების და თავაზიანი ხალხის საოცარ ნაზავს სთავაზობს. თუმცა რამდენიმე დეტალს აქ მოგზაურობისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ხშირად ევროპული სტანდარტის გამოყენება არ არის შესაძლებელი. ეს ეხება სასტუმროს, კვებას თუ ტრანსპორტს, ასევე ფასებს და სხვა.

ყველაზე მნიშვნელოვანია იცოდეთ რომ საქართველო და მათ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, უსაფრთხოა. სახელმწიფო სტრუქტურებმა 2000 წლიდან სერიოზული ცვლილებები განიცადა და კრიმინალი ძალიან შემცირდა. ასევე შემცირდა კორუფცია საკანონმდებლო და აღმასრულებელ სფეროებში. ქართველ პოლიციელებს დღესდღეობით კარგი ტრენინგები აქვთ გავლილი და კომპეტენტურები არიან თავიანთ საქმეში.

თქვენ, როგორც ტურისტი ელემენტარულ უსაფრთხოების ზომებს თუ თავადაც დაიცავთ ისე, როგორც სხვა ქვეყნებში და საკუთარ ნივთებს თავად გაუფრთხილდებით, ადგილობრივებს პატივისცემით მოეპყრობით, ყველაფერი რიგზე იქნება და თქვენ სასიამოვნო დროს გაატარებთ საქართველოში.

პროექტიგაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

Fields marked with * are required.