Tabatskuri Village

სოფელი ტაბაწყური

სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობას არ აქვს მარტივი ცხოვრების პირობები. აქ ორასამდე ოჯახი ცხოვრობს. ისინი ძირითადად სომხური წარმოშობის არიან. ზამთარი აქ ხანგრძლივი და მკაცრია და ოქტომბრის შუარიცხვებიდან მაისი ბოლომდე გრძელდება. მოკლე ზაფხულის პერიოდში სოფლის მოსახლეობა ცდილობს სანოვაგის მომარაგებას ზამთრისთვის. ისინი ეწევიან მეცხოველეობას, მოყავთ კარტოფილი, სტაფილო და რა თქმა უნდა თევზაობითაც ცდილობენ გარკვეული თანხების გამომუშავებას. ტბაში მრავლადაა კალმახი, წვერა, ჭანარი.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

Fields marked with * are required.