ტაბაწყურის ტბა

ტაბაწყურის ტბა ვულკანური წარმოშობისაა ზღვის დონიდან თითქმის 2 000 მეტრზე, რომელიც ზუსტად ბორჯომსა და ახალქალაქს შორის მდებარეობს. ტბის ფართობი 14 კვადრატულ კილომეტრზე მეტია და 40 მეტრი სიღრმით, ყველაზე ღრმა ტბაა საქართველოში.

ტაბაწყურის ტბას მიადგებით ან ჩრდილოეთიდან ბორჯომის გავლით, ან პირიქით, სამხრეთიდან ახალქალაქის გავლით.

ბორჯომიდან მ 20 მთავარ ტრასაზე 25 კმ.ის გავლის შემდეგ, სამხრეთით, ცნობილი სათხილამურო კურორტის, ბაკურიანის გავლით, სანამ ცხრაწყაროს უღელტეხილის გზისკენ მარცხნივ გადაუხვევთ, მოხვდებით მთებში საიდანაც ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე მდებარე ტაბაწყურის ტბას შეხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანსა და ტაბაწყურის ტბას შორის მხოლოდ 30 კმ. მანძილია, ამ ნაწილის გასავლელად დაახლოებით 1,5 საათი უნდა იანგარიშოთ.

მსგავსად მოხდება სამხრეთიდან, ანუ ახალქალაქიდან წამოსვლა. 52 კმ.იანი მანძილის გავლა დაახლოებით ორ საათში არის შესაძლებელი, ახალქალაქიდან 40 კმ.ს გაივლით მ20 მთავარ ტრასაზე ჩრდილოეთის მიმართულებით. სადაც ბოლო 12 კმ.ში მარჯვნივ ცხრაწყაროს უღელტეხილთან მოუხვევთ.

ტაბაწყურის ტბა ტაბაწყურის აღკვეთილით არის გარშემორტყმული. ტბის წყალი მტკნარია და ერთ-ერთი დიდი სასმელი წყლის მარაგს წარმოადგენს მთელ კავკასიაში.

ტბის ჩრდილო სანაპიროსთან იგივე სახელწოდების სოფელია, სადაც შუასაუკუნეების ეკლესიის ნანგრევების ნახვა შეიძლება. ეკლესია პატარა ნახევარკუნძულზე, პირდაპირ წყლის პირას მდებარეობს.

სოფელი ტაბაწყურის ადგილობრივებს არ აქვთ ადვილი ცხოვრების პირობები. აქ ორასამდე ოჯახი ცხოვრობს. ისინი ძირითადად სომხური წარმოშობის არიან. ზამთარი აქ ხანგრძლივი და მკაცრია და ოქტომბრის შუარიცხვებიდან მაისი ბოლომდე გრძელდება. მოკლე ზაფხულის პერიოდში სოფლის მოსახლეობა ცდილობს სანოვაგის მომარაგებას ზამთრისთვის. ისინი ეწევიან მეცხოველეობას, მოყავთ კარტოფილი, სტაფილო და რა თქმა უნდა თევზაობითაც ცდილობენ გარკვეული თანხების გამომუშავებას. ტბაში მრავლადაა კალმახი, წვერა, ჭანარი.

ტბას ირგვლის მაღალი მთები არტყავს. აქვეა ასევე უმოქმედო ვულკანური მთა თავკვეთილი, რომლის სიმაღლეც 2 500 მეტრს აღემატება. ვინაიდან 2 000 მეტრს სიმაღლეზე ხე თითქმის არ ხარობს, ადგილობრივი მოსახლეობა ტბასთან სახლების გასათბობად წივას, ანუ გამომშრალ ნეხვს იყენებს.

მისვლა:
ჩრდილოეთიდან:
52 კილომეტრიანი გზა ბორჯომიდან ბაკურიანის გავლით მ 20 ტრასაზე სამხრეთით, მოუხვიეთ მარცხნივ და  ცხრაწყაროს უღელტეხილიდან იარეთ ბოლო 10 კმ ტაბაწყურის ტბამდე. სავალი დრო ბორჯომიდან არის დაახლოებით 2 საათი, ბაკურიანიდან 1 სთ. და 25 წთ. ცხრაწყაროს უღელტეხილიდან დაახლოებით 30 წუთი.
სამხრეთიდან:
 52 კმ. სავალია ახალქალაქიდან მ 20 გზატკეცილზე ჩრდილოეთისკენ, შემდეგ მოუხვევთ მარჯვნი ცხრაწყაროს უღელტეხილზე და 12 კმ.ში მიაღწევთ ტაბაწყურის ტბამდე. სავალი დროა ახალქალაქიდან დაახლოებით 2 სთ. ცხრაწყაროს უღელტეხილიდან დაახლოებით 30 წუთი.

მანძილი:
ბორჯომი - ტაბაწყურის ტბა 52 კმ | ბაკურიანი - ტაბაწყურის ტბა: 27კმ | ახალქალაქი - ტაბაწყურის ტბა: 52 კმ

მიაქციეთ ყურადღება:
ტაბაწყურის ტბა ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზე მდებარეობს ( 1991 მ). საუკეთესო ფოტოების გადაღება შესაძლებელია გვიან ივნისში, ან სექტემბრის დასაწყისში, როცა ბუნება მწვანეა, ხოლო ირგვლივ ტებზე ჯერ ისევ თოვლი დევს. აუცილებლად თან იქონიეთ მყარი ფეხსაცმელები და თბილი ტანსაცმელი.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

Fields marked with * are required.