St. Nino's Convent

წმინდა ნინოს მონასტერი

რამდენიმეწუთიანი სამანქანო გზით ფარავნის ტბიდან მიადგებით სოფელ ფოკას, სადაც წმინდა ნინოს სახელობის მონასტერია.

დედათა მონასტრის დაარსებიდან 1992 წელს, რომელიც ილია მეორემ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დააარსა მონაზვნები არამხოლოდ ლოცულობენ, არამედ პედაგოგიურ და სასოფლო სამეურნეო საქმიანობას ეწევიან.

მონაზვნები აქტიურად ეწევიან ტრადიციულ სასოფლო სამეურნეო საქმიანობას, მოყავთ ხორბალი და ასევე ეწევიან მეცხოველეობას. აქაური პროდუქტების შეძენა, რომელიც ძირითადად ხელით მზადდება, შეგიძლიათ მონასტრის პატარა მაღაზიაში შეიძინოთ.

მონაზვნებმა დამატებით გახსნეს სკოლაც, სადაც ქართულ და ინგლისურ ენებზე ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას გაკვეთილებს უტარებენ.

დამატებითი მისია იყო მე-11 საუკუნის ეკლესიის აღდგენა დედათა მონასტრის ცენტრში, რომელიც 1992 წლისთვის მხოლოდ ნანგრევები იყო. მონაზვნებმა შენობას რესტავრაცია ჩაუტარეს და დღეს ეს ეკლსია სოფელ ფოკას ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ეკლესიის შიგნით განსაკუთრებული წარწერებს და მონაზვნების მიერ მოზაიკი სტილში შესრულებულ ოქროს ხატს იხილავთ.

მონასტრის ცხოვრების სტილი ემყარება ტიპიკონს, ტრადიციულ ლიტურგიულ წიგნს, რომელშიც მართლმადიდებლური მონასტრების ცხოვრების სტილი არის აღწერილი. ყოველი დღე დილის ორ საათზე ოთხსაათიანი ლოცვებით იწყება და ღამის ათ საათზე მთავრდება, რომელიც მონაცვლეობითი მუშაობით, ლოცვებით და თავისუფალი დროით განისაზღვრება.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

Fields marked with * are required.