St. Nino's Church

წმინდა ნინოს ეკლესია

წმინდა ნინოს ეკლესია ფარავნის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით არის. წმინდა ნინო იყო ქრისტიანობის მქადაგებელი ადრეულ საქართველოში და მართლმადიდებლურ ეკლესიაში მნიშვნელოვანი წმინდანი.

ნინო, როგორც ცნობილია, 320 წელს კაპადოკიიდან მონობას გამოექცა და კავკასიონის გამოვლით, სომხეთის მხრიდან შემოვიდა საქართველოში. ახლანდელ საქართველოს მაშინ იბერია ეწოდებოდა და მას მეფე მირიანი განაგებდა.

სამეფოში მალე გავრცელდა ნინოს მქადაგებლობის და მისი, როგორც მკურნალის შესახებ ინფორმაცია და როცა ნანა დედოფალი უკურნებელმა სენმა შეიპყრო, ნინო სამეფოში მოიხმეს. ლეგენდის თანახმად ნინომ ლოცვა წაიკითხა და თავისი თმის ნაწილი დატოვა დედოფალთან. ნანა დედოფალი განიკურნა. ამ მოვლენიდან მალე მირიან მეფე დაბრმავდა. სამეფო ოჯახმა ისევ მოიხმო ნინო. მან მეფეც განკურნა.

როცა სამეფო ოჯახმა მას ჰკითხა რა სურდა საჩუქრად, ნინომ მეფეს და დედოფალს გაქრისტიანება სთხოვა. 326 წელს მეფემ ქრისტიანული რელიგია სახლმწიფო რელიგიად გამოაცხადა და იბერია სომხეთის მერე მეორე ქრისტიანული სახელმწიფო გახდა რეგიონში. ამის შემდეგ ნინო კახეთის ბოდბეს მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ის 340 წელს მიიცვალა.

წმინდა ნინოს ეკლესია ფარავნის ტბის პირას ოთხკუთხა პლატფორმაა, რომელიც პატარა სამრეკლოსგან შედგება, რომელიც ლეგენდარულ ვაზის რტოს ჯვარს გამოსახავს, რითაც ნინომ თავისი თმების საშუალებით ჯვარი შეკრა. 

წმინდა ნინოს ეკლესიაა ფოკაში, სადაც იგივე სახელწოდების დედათა მონასტერია, რომელიც 1989 წელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით დაარსდა. ცოტა მოგვიანებით, 1992 წელს დედათა მონასტერი სოფელ ფოკადან რამდენიმე კილომეტრში გადავიდა, სადაც სამონასტრო კომპლექსი და მე-11 საუკუნის ეკლესიაა ერთად წარმოდგენილი.

ნინოობას ორჯერ აღნიშნავენ საქართველოში, 1 ივნისს, როცა ის ჯავახეთში შემოვიდა და 27 იანვარს, წმინდა ნინოს მართლმადიდებლურ სახელობის დღეს.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

Fields marked with * are required.