ქასარვასლა
ფარავნის ქარვასლა ტბის აღმოსავლეთით არსებული შუასაუკუნეების ძეგლია. 26 მეტრიანი, სამნავიანი ოთხკუთხა ქვის და აგურის ნაგებობა დერეფნად არის აშენებული.
ფარავნის ქარვასლის თავდაპირველი შენობა მე-12 და მე-13 საუკუნეებით, ანუ ოქროს ეპოქით თარიღდება. ქარვასლას დიდი სავაჭრო ცენტრის ფუნქცია ეკისრებოდა. უცხო მხარეებიდან მოსული ვაჭრები აქ ისვენებდნენ, საკუთარ საქონელს ყიდიდნენ და ახალს იძენდნენ.
ასეთი მოსასვენებელი შენობები და სავაჭრო ცენტრები საქართველოს ყველა სავაჭრო ქალაქში იყო განთავსებული. მათ შორის ფარავნის ქარვასლა ერთ-ერთი საუკეთესო ფორმითაა შემორჩენილი.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.