ფარავნის ტბა
ფარავნის ტბა 40 კმ.ში ქალაქ ნინოწმინდას ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამცხე-ჯავახეთის სამხრეთით მდებარეობს. ფარავანი ყველაზე დიდი ტბაა საქართველოში და თავისი თევზის სახეობის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ტბა ვულკანური წარმოშობისაა. ზღვის დონიდან 2073 მეტრზე მდებარეობს და მიუხედავა იმისა, რომ მისი ყველაზე ღრმა ადგილი 3 მეტრს არ აღემატება, ფართობი 38 კვადრატულ კმ.ს მოიცავს.
ჯავახეთის პლატო, რომელზეც ტბა მდებარეობს, თავისი მკაცრი კლიმატური თვისებებით გამოირჩევა. აქ ამინდი სწრაფად იცვლება. წლის ნებისმიერ დროს გირჩევთ თბილის ტანსაცმელი და მყარი ფეხსაცმელები იქონიოთ თან.
საოცარი სანახაობა გელით ზამთარში, როცა ტბა იყინება და ყინულის
მაგრამ, რა თქმა უნდა ფარავნის ტბა გაზაფხულზეც, ზაფხულშიც და შემოდგომითაც სანახავია. რემდენიმე მდინარე ჩაედინება ტბაში, რაც მეთევზეებს იხიდავს. აქ არის ჭანარი და კალმახი, მათი სიდიდე ხანდახან 30 კგ. აჭარბებს.
ტბის შეფერილობა ამინდზეა დამოკიდებული და იცვლება ღრმა ლურჯიდან ღია ცისფერს შორის. ტბა საიდუმლოებებსაც ინახავს. მყვინთავებმა ტბის ქვეშ 30 მეტრი სიგრძის საფლავი აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანიდან. მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს მე-4 საუკუნით დათარიღებული საოჯახო ნივთები.
არამარტო ფარავნის ტბის, არამედ იქაური ადგილების მონახულება ნამდვილად საინტერესოა. სოფლები ფარავანი, ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა და ასპარა, ასევე ფოკას მონასტერი, შაორის ციხესიმაგრე და ტბის აღმოსავლეთ მხარეს ქარვასლა.
მისვლა:
ფარავნის ტბა ქალაქ ნინოწმინდადან დაახლოებით 40 კმ. და სამცხე-ჯავახეთის სამხრეთით, სომხეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ნინოწმინდადან შეგიძლიათ ტაქსით, ან უმჯობესია ჯიპის ტიპის ორხიდიანი მანქანით წახვიდეთ. გზა დაახლოებით 45 წთ. გრძელდება. ტაქსი ღირს 80 ლარამდე, მანქანა 150 ლარამდე.
მანძილი:
ნინოწმინდა - ფარავნის ტბა: 40 კმ
მიაქციეთ ყურადღება:
ვინაიდან ფარავნის ტბა ჯავახეთის პლატოზე მდებარეობს, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებია, ამინდის სწრაფი ცვლილებაა უმეტესწილად მოსალოდნელი. წელიწდის ნებისმიერ დროს აუცილებლად გეცვათ მყარი ფეხსაცმელები და თბილი ტანსაცმელი.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.