მადათაფას ტბა
მადათაფის ტბა წყალმარჩხი მტკნარი წყლის ტბაა სამცხე-ჯავახეთის სამხრეთით, სულ რაღაც რამდენიმე კმ.ში სომხეთის საზღვრიდან. ტბა, რომლის ფართობიც 9 კვადრატული კილომეტრია ჯავახეთის პლატოს შემადგენელი ნაწილია და ნაწილობრივ ზღვის დონიდან 2 000 მ. -ზე უფრო მაღლა მდებარეობს.
მნიშვნელობა არ აქვს წლის რომელ დროს ესტუმრებით ამ ტბას. თბილი ტანსაცმელი და მყარი ფეხსაცმელები თან იქონიეთ. მზიანი ზაფხულის დღეებშიც კი უცბად არის ამინდის შეცვლა მოსალოდნელი.
მადათაფის ტბა გადამფრენი ფრინველების დროებითი გასაჩერებელი ადგილია, როცა ისინი აფრიკიდან ევროპაში და პირიქით მიფრინავენ. ტბის მიდამოებში 200 - ზე მეტი სხვადასხვა ფრინველის სახეობა ბინადრობს. მათ შორის ბევრს, პელიკანს, რუხ წეროს, იხვის ზოგიერთ სახეობას, წითელთავა ყურყუმელას, გადაშენება ემუქრება.
სამცხე-ჯავახეთის სხვა ტბების მსგავსად, მადათაფას ტბაც სამოთხეა ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებისთვის. აქ სათვალთვალო კოშკებთან ერთად სხვადასხვა სალაშქრო და საველოსიპედო ბილიკებს, სასეირნო ადგილებს იპოვით. ტბა და მისი ნესტიანი გარემო ქმნის მადათაფას აღკვეთიალს, რომელიც 2011 წლიდან ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის.
მრავალი სალაშქრო მარშრუტიდან ერთ-ერთი სოფელ სამებაში, ტბის სამხრეთ ბოლოში იწყება და გრძელდება ჩრდილოეთისკენ, აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ. 2700 მეტრი სიმაღლის მადათაფას მთის ძირში საპიკნიკე ადგილს იპოვით. აქვეა ფრინველებზე სათვალთვალო კოშკიც, საიდანაც არამარტო პელიკანების და რუხი წეროს ნახვაა შესაძლებელი, არამედ ყურეს ულამაზესი ხედითაც დატკბებით.
დაწვრილებით ინფორმაციას საფეხმავლო, საველოსიპედო მარშრუტების, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილების შესახებ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ ცენტრში მიიღებთ.
მადათაფას ტბაში, ჯავახეთის პლატოზე მკაცრი კლიმატის გამო, ათასწლეულების განმავლობაში თევზი არ იყო. წყალმარჩხი ტბა 2 მეტრზე ნაკლები სიღრმით ცივ ზამთარში ხშირად მთლიანად იყინებოდა. თუმცა 1990-იანი წლების შუა რიცხვებიდან შერბილდა ზამთარი. ტბაში სავარაუდოდ ადამიანებმა კობრის სახეობა ჩაუშვეს და აქ ამ თევზის სახეობა მომრავლდა.
2020 წლიდან მადათაფის ტბას რამსარის კონვენცია იცავს. რამსარის კონვენცია, რომელიც 1970 წელს იუნესკომ დააარსა, იცავს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის ტერიტორიებს.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.
მისვლა:
1 ტრასის გამოყენებით ქალაქ ნინოწმინდადან სოფელ გორელოვკისკენ სომხეთის საზღვრის ახლოს, მიადგებით მადათაფას ტბას. ნინოწმინდადან დაახლოებით 21 კილომეტრია, რომელსაც 25 წუთში მიაღწევთ.
მანძილი:
ნინოწმინდა - მადათაფას ტბა: 21 კმ
მიაქციეთ ყურადღება:
მადათაფას ტბა ზღვის დონიდან ჯავახეთის პლატოზე 2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. რა დროსაც არ უნდა ესტუმროთ ამ ადგილს, თბილის ტანსაცმელი და მყარი ფეხსაცმელები აუცილებლად თან იქონიეთ, რადგან ზაფხულის მზიან ამინდშიც კი შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს ამინდი.
დამატებით ინფორმაციას სასეირნო, სალაშქრო ბილიკების, საველოსიპედო გზების, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილების და ასევე სჭირო ნივთების ქირაობის შესახებ მიიღებთ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ ცენტრში.