Paradise for bird lovers

სამოთხე ფრინველებზე დამკვირვებლებისთვის

ფრინველების მოყვარულებისთვის კარწახის ტბა ნამდვილი სამოთხეა. მთელი ტერიტორია ტბის გარშემო ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებში შედის და 140 - ზე მეტი მობუდარი და გადამფრენი ფრინველების თავშესაფარია. მათ შორის 59 მხოლოდ ამ ტერიტორიაზე ბინადრობს, მათ შორისაა წერო, თუთიყუში, ვარხვი და ბუ.

ჩვეულებრივი სანახავია სოფლებში ტბის მახლობლად დიდი თეთრი წეროების ხილვა, რომლებიც ბუდეებს ელექტობოზებზე, ან სახლების საკვამურებზე იშენებენ.

აქ ბევრი სხვა ფრინველიც ბინადრობს და მათი ნახვა ტბის პირას განლაგებული სათვალთვალო კოშკებიდან აირს შესაძლებელი. აქ ნახავთ ზარნაშოს - ყველაზე დიდ ფრინველს ბუსებრთა ოჯახიდან. დედალი ზარნაშოს მთლიანი სიგრძე 75 სმ.ია და გაშლილი ფრთის სიგრძე 2 მეტრამდე აღწევს. აქ იხილავთ დალმატურ პელიკანსაც, რომელიც პელინაკთა ოჯახიდან ყველაზე დიდია და ასევე ყველაზე დიდია ტკბილი წყლების მობინადრე ფრინველებს შორის.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

Fields marked with * are required.