კარწახის ტბა

კარწახის, ანუ ხოზაფინის ტბა სამცხე-ჯავახეთის სამხრეთით თურქეთის საზღვართან მდებარეობს. საზღვარი ტბას ზუსტად შუაზე ყოფს. წყლის

კარწახის ტბასთან მისვლა ჩრდილოეთიდან ახალქალაქის გავლითაა შესაძლებელი. 30 კმ.იანი გზის დაფარვას დაახლოებით 1 საათი დასჭირდება. გირჩევთ ჯიპის ტიპის მანქანის გამოყენებას, რადგან გზა საკმაოდ ვიწრო და უსწორმასწოროა.

კარწახის ტბის ფართობი 26 ვადრატულ კმ.ს შეადგენს და ფარავნის ტბის შემდეგ სიდიდით მეორეა საქართველოში. ტბის ჩრდილო აღმოსავლეთ სანაპიროსთან იგივე სახელწოდების სოფელი მდებარეობს

ბევრი სხვა ტბის მსგავსად სამცხე -ჯავახეთში, კარწახის ტბაც მთის ტბაა. ზღვის დონიდან თითქმის 1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მრავალი პატარა მდინარით თუ წყაროთი იკვებება.

რთული მისასვლელის მიუხედავად მაინც ღირს ტბის ნახვა, განსაკუთრებით ფრინველების მოყვარულებისა და მეთევზეებისთვის. კარწახის ტბა ჯავახეთის ეროვნულ პარკში მდებარეობს და ცნობილია როგორც გადამფრენი და მობუდარი ფრინველებით, ასევე მრავალფეროვანი თევზების სახეობებით. თევზაობის მოვარულებს შეიძლიათ ტბის სანაპიროზე პატარა ხის სახლი იქირაონ ღამის გასათევად, ხოლო ჩიტების მოყვარულებისთვის აქ რამდენიმე კოშკია ფრინველების დაკვირვებისთვის.

აუცილებლად გირჩევთ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ ცენტრს ესტუმროთ, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ ღამისთევის, ანკესების გაქირავების და შესახებ.

მისვლა:
კარწახის ტბას ადვილად მიადგებით ჩრდილოეთიდან ქალაქ ახალქალაქის გავლით. დაახლოებით 30 კმ.ის გასავლელად, რისთვისაც დაახლოებით 30 წთ. უნდა გათვალოთ, გირჩევთ ჯიპის ტიპის მანქანას, რადგან გზა საკმაოდ ვიწროა და უსწორმასწორო.

მანძილი:
ახალქალაქი - კარწახის ტბა 30 კმ

მიაქციეთ ყურადღება:
სამცხე-ჯავახეთის სხვა ტბების მსგავსად კარწახის ტბაც 1800 მეტრზე მდებარეობს ზღვის დონიდან, ამიტომ წელიწადის ნებისმიერ დროს გეცვათ მყარი ფეხსაცმელები და თან იქონიეთ თბილი ტანსაცმელი.

ფრინველებს შეგიძლიათ დააკვირდეთ სხვადასხვა კოშკებიდან, რომლებიც 7 სალაშქრო, საცხენოსნო და საველოსიპედო ბილიკებზეა განთავსებული. ველოსიპედის ქირაობა ღირს დაახლოებით 25 ლარი, ცხენის დაახლოებით 50 ლარი, სათევზაო ლიცენზია დაახლოებით 10 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ ცენტრს ახალქალაქში, ან კარწახში.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

Fields marked with * are required.