კახისი ტბა

კახისის ტბა

კახისი ტბა მდებარეობს ქალაქ ბორჯომის სამხრეთ-დასავლეთით 27 კმ.ში თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე. ბორჯომიდან დაახლოებით 1 საათის სავალია. სასურველია ჯიპის გამოყენება. მთავარი ს8 ტრასის უკან მოტოვების შემდეგ, მდინარე მტკვრის გასწვრივ, სოფელ ჭობიხევისკენ გზა ვიწროვდება და ქვაღორღიანი ხდება. მეორე ალტერნატივაა სოფელ ჭობისხევიდან კახისის ტბამდე გზა ფეხით გაიაროთ.

კახისი ტბის ფართობი 0,5 კვადრატულ კილომეტრზე ოდნავ ნაკლებია, მაქსიმალური სიღრმე კი 10 მეტრს აღწევს. მის ირგვლივ არსებული უღრანი ტყე პეიზაჟურ სანახაობას ქმნის და აღმოსავლეთ სანაპიროზე საზაფხულო საკემპინგე ადგილი, ხის ქოხები და პატარა კაფე ჩანს. ისე როგორც საქართველოს ყველა ტბაზე, აქაც ნებადართულია ბანაობა და თევზაობა.

კახისი ტბასტან ახლოს ორი უფრო პატარა ტბა მდებარეობს, ჩიტოს და წეროს ტბები. ტყის სახით დაახლოებით ერთკილომეტრიანი ხაზი აკავშირებს ტბებს ერთმანეთთან.

კახისის ტბაზე, რომელიც ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს, ნამდვილად ღირს ზაფხულში ამოსვლა. თუმცა ივლისშიც და აგვისტოშიც სწრაფად არის ამინდის ცვლილებები მოსალოდნელი და აუცილებლად თან იქონიეთ თბილი ტანსაცმმელი და მყარი, დახურული ფეხსაცმელები.

ფერთა გამა კახისის ტბის ირგვლივ გვიანი შემოდგომით და ზამთრის დასაწყისშიც  განსაცვიფრებელია, როცა ფოთლები ყვითლდება, ან ნაძვის და სოჭის თოვლით დაფარული ტოტები ტბის წყლის ზედაპირზე აირეკლება.

ტბის ახლოს სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში მდინარე ჭობისხევის გადაკვეთამდე, სოფელი დაბაძველი მდებარეობს. სოფელში ორი ეკლესიაა. ძველი, ერთნავიანი ეკლესია გიორგი მთაწმინდელის, შუასაუკუნეების ერთ-ერთი ცნობილი და გავლენიანი საეკლესიო პირის სახელობისაა. გიორგი მთაწმინდელი შუამავალი იყო საქართველოს და ბიზანტიას შორის იმ პერიოდში.

2018 წლიდან მოყოლებული, სოფელ დაბაძველში, ადგილობრივი მმართველობის ინიციატივით, ყოველ წელს, ივლისში იმართება გიორგი მთაწმინდელისადმი მიძღვნილი დღეობები. ამ დროს იმართება კონცერტები, სხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

მისვლა:
კახისის ტბა ქალაქ ბორჯომიდან სამხრეთ-დასავლეთით 27 კმ.ში, თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, 1700 მეტრზე მდებარეობს. ბორჯომიდან დაახლოებით 1 საათის სავალია. სასურველია ჯიპის ტიპის მანქანით წასვლა. განსაკუთრებით კი 8 ტრასის შემდეგ მდინარე მტკვრის გაყოლებით, სოფელ ჩობისხევისკენ, სადაც გზა ვიწროვდება და  ქვა-ღორღიანი ხდება. მეორე ალტერნატივაა სოფელ ჩობისხევიდან ფეხით გასწიოთ ტბისკენ.

მანძილი:
ბორჯომი - კახისის ტბა: 27 კმ

მიაქციეთ ყურადღება:
ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე საზაფხულო საკემპინგე ადგილია პატარა ქოხებით. აქვეა პატარა კაფეც. როგორც საქართველოს ყველა ტბაზე, აქაც ნებადართულია ბანაობა და თევზაობა. რადგან ტბა ზღვის დონიდან 1700 მეტრზეა, ზაფხულობით გირჩევთ ესტუმროთ. თუმცა ივლისშიც და აგვისტოშიც მოსალოდნელია ამინდის უცაბედი ცვლილება. აუცილებლად თან იქონიეთ მყარი ფეხსაცმელები და თბილი ტანსაცმელი.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

Fields marked with * are required.