მწყემსების ბილიკი

მწყემსების ბილიკი
53 კმ, 3 დღე, რთული

მწყემსების ბილიკი სამდღიანი ტურია მცველთა საგუშაგოდან აწყურის მჩველთა საგუშაგომდე. პარკში შესასვლელი ლიკანის საგუშაგოდან მხოლოდ 5 კილომეტრშია ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან მოშორებული.

  53 კილომეტრიანი გზის დღეში საშუალოდ 6 საათიანი ტურით, მსყემსების ბილიკი ერთ-ერთი რთული ტურია პარკში. ამიტომაც ამ ბილიკის გავლას მხოლოდ გამოცდილ და კარგად ნავარჯიშევ მოლაშქრეებს ვურჩევთ მხოლოდ.

დღ 1
ლიკანის მცველთა საგუშაგო – ლომისმთას ტურისტული თავშესაფარი | 15 კმ, 5-6 საათი საშუალოდ

ლიკანის მცველთა საგუშაგოდან გზა ჯერ მდინარის გასწვრივ მიემართება და შემდეგ, ტყის გავლით მაღლდება, რაც 3-4 საათი გრძლედება. დღის დანარჩენი მონაკვეთი შედარებით ადვილია და ლომისმთას ტურისტულ თავშესაფართან სრულდება 1800 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

დღე 2
ლომისმთას ტურისტული თავშესაფარი - ამარათის ტურისტული თავშესაფარი | 20 კმ, 8-9 საათი საშუალოდ

მეორე დღე, სადაც 20 კმ. გასავლელი, საკმაოდ რთული და დამღლელია. ლომისმთას საგუშაგოდან ადრე უნდა გაუდგეთ გზას, რადგან 8-9 საათი მოგიწევთ სიარული. აქ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ არსად არ შეგხვდებათ სასმელი წყალი.
ლომისმთას ტურისტული თავშესაფრიდან გზა თავდაპირველად 2200 მეტრი სიმაღლის ლომისმთას მწვერვალისკენ მიემართება. ზაფხულშიც კი შეიძლება აქ სიცივე იყოს, ამიტომ თბილი ტანსაცმელი და მყარი ფეხსაცმელები აუცილებელია. მაღლა ასვლა კი ნამდვილად ღირს. ლომისმთას მწვერვალიდან ფანტასტიური ხედები იშლება თქვენს თვალწინ და შესაძლებელია 5600 მეტრი სიმაღლის იალბუზიც კი დაინახოთ. ლომისმთა ერთგვარი ბუნებრივი საზღვარია სამცხე-ჯავახეთსა და იმერეთს შორის. ღამისთევა გიწევთ ამარათის ტურისტულ თავშესაფარში, სადაც მას ეროვნული პარკის სხვა ბილიკები უერთდება. ამიტომ წინასწარ დაჯავშნა რეკომენდირებულია.

დღე 3
ამარათის ტურისტული თავშესაფარი– აწყურის მცველთა საგუშაგო | 16 კმ, 5-6 საათი საშუალოდ
მწყემსების ბილიკის მესამე დღეს უკვე შეგიძლიათ წინა დღის რთული ტურისგან შეისვენოთ. მესამე დღის 16 კილომეტრიანი ტური ამარათის ტურისტული თავშესაფრიდან ოდნავი აღმართით აწყურის მცველთა საგუშაგოსკენ მიემართება.

მისვლა:
ლიკანის მცველთა საგუშაგოსთან არსებული პარკში შესასვლელი 5 კმ.შია ბორჯომ-ხარაგაულის პარკიდან. ამიტომ შეგიძლიათ ვიზიტორთა ცენტრიდან ლიკანის საგუშაგომდე ან ფეხით, ან ტაქსით (10 წთ., 10-15 ლარი) გადაადგილდეთ.

ფასები და ღამისთევა ეროვნულ პარკში:
ტურისტული თავშესაფარი: 20 ლარი/ღამე
საკუთარ კარავში: 5 ლარი/ღამე
პროფესიონალი გიდის დაქირავება:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სალაშქროდ შეგიძლიათ ადგილობრივი ქართული, რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი გიდი აიყვანოთ (80-150 ლარი/დღე). მიწანშეწონილია წინასწარ დაჯავშნა.
ორგანიზებული საცხენოსნო ტურების ფასები:
ზოგიერთ ბილიკს შეგიძლიათ ცხენებით გაუდგეთ. ორგანისებული საცხენოსნო ტურის ფასია საშუალოდ 80-100 ლარი დღეში ცხენთან ერთად. სასურველია წინასწარ დაჯავშნა. 

მიაქციეთ ყურადღება:
გაითავისეთ, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მხოლოდ ხელშეუხებ, ველურ ბუნებაში ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდე სათანადოდ უნდა იყოთ აღჭურვილი და თადარიგი კარგად დაიჭიროთ. თქვენი ნარჩენები თავად უნდა წამოიღოთ პარკიდან. ველური ბუნება ასევე ნიშნავს გარეულ ცხოველებს ( დათვს, გველს და ასევე კავკასიურ ნაგაზს), უცნობ მცენარეებს და მოსალოდნელია სატელეფონო კავშირის არქონაც გარკვეულ ადგილებში.

სხვათაშორის საინტერესო გამოცდილებაა ადგილობრივ, პროფესიონალ გიდთან ერთად ლაშქრობა. ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ, როგორც წესი, ქართული, რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი გიდი (80-150 ლარი/დღე).

იცოდეთ, რომ გიდი თქვენი წინამძღოლია და თქვენ არ გემსახურებათ ბარგის წამოღებაში, ან კარვის გაშლაში, არც სადილის გამზადებაში. თავაზიანი თხოვნის შემთხვევაში დახმარება ორმხრივად შესაძლებელია.

პარკში შესვლამდე აუცილებლად დარეგისტრირდით ვიზიტორთა ცენტრში ბორჯომში, ან ხარაგაულში.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

Fields marked with * are required.