წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი
55 კმ, 4 დღე, რთული
55 კმ სიგრძის 3-4 დღიანი წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტური, ეროვნული პარკის ყველაზე გრძელი და რთული ტურია. აქ გირჩევთ მხოლოდ გამოცდილმა და კარგი გამძლეობის მქონე, სპორტულმა პირებმა მიიღოთ მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ სირთულის მიუხედავად, ეს ტური ყველაზე მოთხოვნადია, რადგან ის ეროვნული პარკის ყველაზე მაღალ სამეცხვარიოს მთასთან გადის. მთის სიმაღლე 2 600 მეტრია.
დღე 1
აწყურის მცველთა საგუშაგო - ამარათის ტურისტთა თავშესაფარი | 16 კმ, 6-7 საათი საშუალოდ
წმინდა ანდრია პიურველწოდებულის სამარშრუტო ტური აწყურის მცველთა საგუშაგოდან იწყება, რომელიც ბორჯომში ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან 27 კმ.-ის მოშორებითაა. უმჯობესია ტაქსით 30 წთ.ში მიხვიდეთ ვიზიტორთა ცენტრიდან პარკის შესასვლელამდე. პირველ დღეს გზა მიემართება აწყურის საგუშაგოდან მდინარის გასწვრივ მაღლა კალთაზე, საიდანაც კარგი ამინდის შემთხვევაში მცირე კავკასიონის ლამაზი ხედები ჩანს მთა დიდი ოჩორას (1543 მ) და სინაჩხოროს (1770 მ.) სახით. პირველი ღამისთევა გიწევთ ამარათის ტურისტთა თავშესაფარში მთა ამარათის ძირში.
დღე 2
ამარათის ტურისტთა თავშესაფარი -სამეცხვარიოს ტურისტთა თავშესაფარი | 10 კმ, 5-6 საათი საშუალოდ
მეორე დღე იწყება მთა ამარათზე ასვლით მთაგრეხილის გასწვრივ მთა სამეცხვარიოს (2642 მ) მიმართულებით, რომელიც პარკში ყველაზე მაღალი მთაა. დარის შემთხვევაში აქ ორი საოცარი ხედი გელოდებათ, სადაც ნახავთ პიკალას მთას (2422 მ) და მეგრუკის მთას (2475 მ). მეორე დღის გასავლელი მანძილი მართალია მხოლოდ 10 კმ.ია, მაგრამ მხოლოდ აღმართზე სავალია. მეორე ღამისთევა გიწევთ სამეცხვარიოს მთის ძირში იგივე სახლეწოდების ტურისტთა თავშესაფარში.
მიაქციეთ ყურადღება:
სამეცხვარიოს ტურისტთა თავშესაფარი წლების განმავლობაში ცუდ მდგომარეობაშია და ინგრევა. საჭიროა მისი ახალი თავშესაფრით შეცვლა. აქ ღამისთევის შემთხვევაში წინასწარ გაარკვიეთ სავიზიტო ცენტრებთან არსებული მდგომარეობა. თავის დაზღვევის მიზნით კარავი თან იქონიეთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ აქ სასმელი წყალი არ არის. 2 დღის სამყოფი წყალი თან უნდა იქონიოთ.
დღე 3
სამეცხვარიოს ტურისტთა თავშესაფარი - სახვლარის ტურისტული თავშესაფარი | 19 კმ, 7-8 საათი საშუალოდ
მესამე დღეს სამეცხვარიოს თავშესაფრიდან გზა მიუყვება სამეცხვრიოს მთის აღმოსავლეთ მთაგრეხილიდან მთა რკინის ჯვრამდე (2439 მ), რომელიც თითქმის მწვერვალის ქვემოთ მიემართება. შემდეგ იწყება აღმართი სახვლარის ტურისტული თავშესაფრისკენ. აქ იქნება მესამე ღამისთევა.
სახვლარის თავშესაფართან ხდება წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და ნიკოლოზ რომანოვის ბილიკების თანხვედრა. ამიტომ თავშესაფარი ხშირად, ტურისტულ სეზონზე სრულად დაკავებულია. საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად წინასწარ დაჯავშნეთ ადგილები ვიზიტორთა ცენტრებში.
დღე 4
სახვლარის ტურისტული თავშესაფარი - მარელისის მცველთა საგუშაგო | 10 კმ, 4-5საათი საშუალოდ
ბოლო დღე საკმაოდ ადვილი 10 კილომეტრიანი გზაა. სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან გზა მდინარის ხეობას მიუყვება ოდნავი აღართით მარელისის მცველთა საგუშაგომდე ზღვის დონიდან 540 მეტრზე.
მისვლა:
წმინდა ანდრია პირველწოდებულის მარშრუტი აწყურის საგუშაგოსთან იწყება, რომელიც ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 27 კილომეტრშია. გირჩევთ ტაქსით მიხვიდეთ სავიზიტო ცენტრიდან პარკის შესასვლელამდე რაც 30 წუთი დაგიჯდებათ. ტაქსის საფასური 30-40 ლარს შეადგენს.
შესვლის ტარიფი:
რეგისტრაციის გავლა და პარკში შესვლა უფასოა.
ღამისთევის საფასური ეროვნულ პარკში:
ტურისტული თავშესაფარი: 20 ლარი/ღამე
საკუთარი კარავი: 5 ლარი/ღამე
პროფესიონალი გიდის მომსახურება:
ბორჯომ-ხარაგაულის პარკში სალაშქროდ ადგილობრივი პროფესიონალი გიდის დაქირავებაც შეგიძლიათ. როგორც წესი გთავაზობენ ქართულად, რუსულად და ინგლისურად მოლაპარაკე გიდებს (დაახლ. 80-150 ლარი/დღე),
ორგანიზებული საცხენოსნო ტურების ფასები:
ეროვნულ პარკში ზოგიერთი მარშრუტის გავლა ცხენითაც არის შესაძლებელი. ორგანიზებული საცხენოსნო ტურები 80-100 ლარამდე ღირს ცხენის ჩათვლით. სასურველია წინასწარ დაჯავშნა.
მიაქციეთ ყურადღება:
წმინდა ანდრია პირველწოდებულის მარშრუტში შეხვდებით 4 ჯერ სასმელ წყალს, 4 საკემპინგე ადგილს და 3 ტურისტულ თავშესაფარს. იწყება აწყურის მცველთა საგუშაგოდან, მაგრამ ასევე შესაძლებელია ლიკანის საგუშაგოდან დაწყებაც, ჯერ ნიკოლოყ რომანოვის ბილიკის გავლით და შემდეგ წმინდა ადნრია პირველწოდებულის ბილიკზე გადასვლით.
გაითავისეთ, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მხოლოდ ხელშეუხებელ, ველურ ბუნებაში ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდე სათანადოდ უნდა იყოთ აღჭურვილი და თადარიგი კარგად დაიჭიროთ. თქვენი ნარჩენები თავად უნდა წამოიღოთ პარკიდან. ველური ბუნება ასევე ნიშნავს გარეულ ცხოველებს ( დათვს, გველს და ასევე კავკასიურ ნაგაზს), უცნობ მცენარეებს და მოსალოდნელია სატელეფონო კავშირის არქონაც გარკვეულ ადგილებში.
სხვათაშორის საინტერესო გამოცდილებაა ადგილობრივ, პროფესიონალ გიდთან ერთად ლაშქრობა. ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ, როგორც წესი, ქართული, რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი გიდი (80-150 ლარი/დღე).
იცოდეთ, რომ გიდი თქვენი წინამძღოლია და თქვენ არ გემსახურებათ ბარგის წამოღებაში, ან კარვის გაშლაში, არც სადილის გამზადებაში. თავაზიანი თხოვნის შემთხვევაში დახმარება ორმხრივად შესაძლებელია.
პარკში შესვლამდე აუცილებლად დარეგისტრირდით ვიზიტორთა ცენტრში ბორჯომში, ან ხარაგაულში.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.