პანორამების ბილიკი
34 კმ, 2 დღე, საშუალო სირთულის
პანორამების ბილიკი ორივე წინა ბილიკზე უფრო მოკლეა, თუმცა 34 კმ. ცოტა არაა, განსაკუთრებით, როცა 2 დღეში მოინდომებ მის დაფარვას. მარშრუტი იწყება და მთავრდება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან.
დღე 1
აწყურის მცველთა საგუშაგო - ამარათის ტურისტული თავშესაფარი | 16 კმ, 6-7 საათი საშუალოდ
დასაწყისში პანორამების ბილიკი გავს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკს. გზა მიემართება აწყურის მცველთა საგუშაგოდან ამარათის ტურისტული თავშესაფრისკენ 6-7 საათიანი სალაშქრო ბილიკით, რომელიც ძირითადად აღმართია. კარგ ამინდში მცირე კავკასიონის პანორამული ხედებით დატკბებით და დაინახავთ დიდ ოჭორას (1543 მ) და მთა სინაჩხოროს (1770). ამარათის ტურისტული თავშესაფარი ამარათის მთის ძირში მდებარეობს.
რადგან თავშესაფარში, ჩვეულებრივ 12 საწოლია, სეზონზე აუცილებლად წინასწარ დაჯავშნეთ ადგილები. არ დაგავიწყდეთ პარალონი და საძილე ტომარა.
დღე 2
ამარათის ტურისტული თავშესაფარი - აწყურის მცველთა საგუშაგო | 18 კმ, 6-7 საათი საშუალოდ
მეორე დღე უფრო გრძელია, თუმცა პირველ დღზე უფრო ადვილია. უკან მოიტოვებთ ამარათის მთაგრეხილს და სულ აღმართით მიდიხართ აწყურის მცველთა საგუშაგომდე, რომელიც დასაწყისი და დასასრულია ბილიკის.
მისვლა:
აწყურის გუშაგთა საგუშაგო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდან 27 კილომეტრშია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, შეგიძლიათ ვიზიტორთა ცენტრიდან ტაქსით 30 წუთში მიხვიდეთ პარკის შესასვლელამდე ( 30-40ლარი).
შესვლის ტარიფები:
რეგისტრაცია და ეროვნულ პარკში შესვლა უფასოა.
ფასები და ღამისთევა ეროვნულ პარკში:
ტურისტული თავშესაფარი: 20 ლარი/ღამე
საკუთარ კარავში: 5 ლარი/ღამე
პროფესიონალი გიდის დაქირავება:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სალაშქროდ შეგიძლიათ ადგილობრივი ქართული, რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი გიდი აიყვანოთ (80-150 ლარი/დღე). მიწანშეწონილია წინასწარ დაჯავშნა.
ორგანიზებული საცხენოსნო ტურების ფასები:
ზოგიერთ ბილიკს შეგიძლიათ ცხენებით გაუდგეთ. ორგანისებული საცხენოსნო ტურის ფასია საშუალოდ 80-100 ლარი დღეში ცხენთან ერთად. სასურველია წინასწარ დაჯავშნა.
მიაქციეთ ყურადღება:
გაითავისეთ, რომ ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნულ პარკში მხოლოდ ხელშეუხებელ, ველურ ბუნებაში ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდე სათანადოდ უნდა იყოთ აღჭურვილი და თადარიგი კარგად დაიჭიროთ. თქვენი ნარჩენები თავად უნდა წამოიღოთ პარკიდან. ველური ბუნება ასევე ნიშნავს გარეულ ცხოველებს ( დათვს, გველს და ასევე კავკასიურ ნაგაზს), უცნობ მცენარეებს და მოსალოდნელია სატელეფონო კავშირის არქონაც გარკვეულ ადგილებში.
სხვათაშორის საინტერესო გამოცდილებაა ადგილობრივ, პროფესიონალ გიდთან ერთად ლაშქრობა. ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ, როგორც წესი, ქართული, რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი გიდი (80-150 ლარი/დღე).
იცოდეთ, რომ გიდი თქვენი წინამძღოლია და თქვენ არ გემსახურებათ ბარგის წამოღებაში, ან კარვის გაშლაში, არც სადილის გამზადებაში. თავაზიანი თხოვნის შემთხვევაში დახმარება ორმხრივად შესაძლებელია.
პარკში შესვლამდე აუცილებლად დარეგისტრირდით ვიზიტორთა ცენტრში ბორჯომში, ან ხარაგაულში.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.