ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი
43 კმ, 3 დღე, საშუალო სირთულის
ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 12 ოფიციალური სამარშრუტო ბილიკიდან ერთ-ერთია და კვეთს პარკს სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ. ბილიკი შესანიშნავი შესაძლებლობაა პარკის სილამაზის გასაცნობად და მასში ყველაფერი შედის რაც გამომწვევ ლაშქრობას შეიძლება ახლდეს კავკასიაში: უღრანი და ხელშეუხებელი ტყეები, ვიწრო, ციცაბო ბილიკები მთის კალთებსა და დაღმართებში და კარგი ამინდის დროს საოცარი ხედებით ტკბობა.
გირჩევთ ბილიკს ლიკანის მცველთა საგუშაგოდან, პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთ შესასვლელიდან გაუდგეთ. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან ლიკანის მცველთა საგუშაგო 5 კმ-ში მდებარეობს. აქ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და შესვლის საფასური გადაიხადოთ.
დღე 1
ლიკანის მცველთა საგუშაგო - ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი | 15 კმ, 5-6 საათი საშუალოდ
ლიკანიც მცველთა საგუშაგოდან, 930 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან პირველი 3-4 საათის განმავლობაში ივლით აღმართ ბილიკზე. აქ შეგიძლიათ ნელა იაროთ. დღის დანარჩენი მონაკვეთი (1-2სთ) შედარებით ადვილდება. ღამისთევა ლომისმთის ტურისტულ თავშესაფარში დაახლოებით 1800 მ. სიმაღლეზე ან ღია ცის ქვეშ საკუთარ კარავში. სასმელი წყალი და ცალკე საპირფარეშო იქვეა.
დღე 2
ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი - სახვლარის ტურისტული თავშესაფარი | 18 კმ, 6-7 საათი საშუალოდ
ლომისმთის თავშესაფრიდან დაახლოებით 1 საათში ადიხართ ლომისთას მთის მწვერვალამდე (2198 მ.) კარგი ამინდის შემთხვევაში, დიდი კავკასიონისა და იალბუზის (5642 მ.) საოცარი ხედებით დატკბებით. მწვერვალიდან რამდენიმე წუთის სავალზე წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოს შეხვდებით. შემდეგ ბილიკი ლომისმთის ჩრდილოეთ კალთაზე სახვლარის ტურისტულ თავშესაფართან მიგიყვანთ, რომელიც 1025 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს ზღვის დონიდან. აქ ათევთ მეორე ღამეს. აქაც გაქვთ წვდომა სასმელ წყალთან და აქვეა გარე საპირფარეშოც.
დღე 3
სახვლარის ტურისტული თავშესაფარი - მარელისის მცველთა თავშესაფარი | 10 კმ, 4-5 საათი საშუალოდ
ნიკოლოზ რომანოვის ბილიკის მესამე დღე ყველაზე მოკლე და ადვილია. გზა მიუყვება სახვლარის თავშესაფრიდან ოდნავი აღმართით მარელისის მცველთა თავშესაფრამდე, რომელიც ზღვის დონიდან 540 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
მისვლა:
პარკში შესასვლელი ლიკანის მცველთა თავშესაფრიდან, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან მხოლოდ 5 კმ.ის მოშორებითაა. ვიზიტორთა ცენტრში რეგისტრაციის გავლის შემდეგ, შესაძლებელია ტაქსით, ან მიკროავტობუსით ( 10 წთ. 10-15 ლარი) პარკის შესასვლელამდე მისვლა.
შესვლის გადასახადი:
დარეგისტრირება და პარკში შესვლა უფასოა
ფასები პარკში ღამის გასათევად:
ტურისტული თავშესაფარი: 20 ლარი/ღამე
საკუთარ კარავში: 5 ლარი/ღამე
პროფესიონალი გიდის მომსახურების საფასური:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სალაშქროდ, შესაძლებელია ადგილობრივი პროფესიონალი გიდის დაქირავება ( დახლ. 80-150 ლარი/დღე), როგორც წესი, გთავაზობენ ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვან გიდებს. მიზანშეწონილია წინასწარი დაჯავშნა.
ორგანიზებული საცხენოსნო ტურების საფასური:
ბორჯომ-ხარაგაულის პარკის ზოგიერთი გზის გავლა ცხენითაც არის შესაძლებელი. ორგანიზებული საცხენოსნო ტური ღირს დაახლოებით 80-100 ლარი/დღე ცხენის ჩათვლით.
მიაქციეთ ყურადღება:
ნიკოლოზ რომანოვის სამარშრუტო გზაზე შეგხვდებათ 6 - ჯერ სასმელი წყალი, 4 საკემპინგე ადგილი, 2 ტურისტების თავშესაფარი ღამის გასათევად. თავშესაფრები წარმოადგენს ხის უბრალოდ ნაშენ სახლებს, სადაც ასევე ხის საწოლებია. მატრასები, საძილე ტომრები და საჭმელი თავად უნდა მოიტანოთ.
გაითავისეთ, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მხოლოდ ხელშეუხებ, ველურ ბუნებაში ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდე სათანადოდ უნდა იყოთ აღჭურვილი და თადარიგი კარგად დაიჭიროთ. თქვენი ნარჩენები თავად უნდა წამოიღოთ პარკიდან. ველური ბუნება ასევე ნიშნავს გარეულ ცხოველებს ( დათვს, გველს და ასევე კავკასიურ ნაგაზს), უცნობ მცენარეებს და მოსალოდნელია სატელეფონო კავშირის არქონაც გარკვეულ ადგილებში.
სხვათაშორის საინტერესო გამოცდილებაა ადგილობრივ, პროფესიონალ გიდთან ერთად ლაშქრობა. ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ, როგორც წესი, ქართული, რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი გიდი (80-150 ლარი/დღე).
იცოდეთ, რომ გიდი თქვენი წინამძღოლია და თქვენ არ გემსახურებათ ბარგის წამოღებაში, ან კარვის გაშლაში, არც სადილის გამზადებაში. თავაზიანი თხოვნის შემთხვევაში დახმარება ორმხრივად შესაძლებელია.
პარკში შესვლამდე აუცილებლად დარეგისტრირდით ვიზიტორთა ცენტრში ბორჯომში, ან ხარაგაულში.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.