ნაკვალევის ბილიკი
13 კმ, 1 დღე, ადვილი
ნაკვალევის ბილიკი იწყება ლიკანის მცველთა საგუშაგოდან და მთავრდება ქვაბისხევის მცველთა საგუშაგოსთან. ლიკანის საგუშაგო ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 5 კილომეტრის დაშორებითაა. ნაკვალევის ბილიკი დამწყები მოლაშქრეებისთვის შესაფერისია, რადგან პარკის სალაშქრო ბილიკებს შორის ყველაზე მოკლე და ადვილია.
დღე 1
ლიკანის მცველთა საგუშაგო – ქვაბისხევის მცველთა საგუშაგო | 13 კმ, 5-6 საათი საშუალოდ
ეროვნული პარკის შესასვლელიდან 1-2 კმ. ვაკე სავალია, რომელიც ნელ-ნელა მაღლდება. ამ გზას ერთ საათში დაფარავთ. კარგი ამინდის შემთხვევაში ბილიკის დასასრულს ქვაბისხევის კანიონის ლამაზი პანორამული ხედები გადაგეშლებათ თვალწინ.
ამ ადვილ ბილიკზე მაინც არის პატარა, 2 კილომეტრიანი, ციცაბო, შედარებით რთული მონაკვეთი მარშრუტის შუაში, რომელიც მხოლოდ მშრალი ნიადაგის შემთხვევაში უნდა გაიაროთ.
მაგრამ როცა ამ ნაწილს უკან მოიტოვებთ, გზა ისევ გავაკდება და შეგიყვანთ უღრან ტყეში, რომელიც ქვაბისხევის მცველთა საგუშაგომდე გრძელდება. აქედან შეგიძლიათ ბორჯომში ტაქსით დასბრუნდეთ (20 წთ., 25-30 ლარი)
მისვლა:
ლიკანის მცველთა საგუშაგოსთან არსებული პარკში შესასვლელი 5 კმ.შია ბორჯომ-ხარაგაულის პარკიდან. ამიტომ შეგიძლიათ ვიზიტორთა ცენტრიდან ლიკანის საგუშაგომდე ან ფეხით, ან ტაქსით (10 წთ., 10-15 ლარი) გადაადგილდეთ.
ფასები და ღამისთევა ეროვნულ პარკში:
ტურისტული თავშესაფარი: 20 ლარი/ღამე
საკუთარ კარავში: 5 ლარი/ღამე
პროფესიონალი გიდის დაქირავება:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სალაშქროდ შეგიძლიათ ადგილობრივი ქართული, რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი გიდი აიყვანოთ (80-150 ლარი/დღე). მიწანშეწონილია წინასწარ დაჯავშნა.
მიაქციეთ ყურადღება:
გაითავისეთ, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მხოლოდ ხელშეუხებ, ველურ ბუნებაში ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდე სათანადოდ უნდა იყოთ აღჭურვილი და თადარიგი კარგად დაიჭიროთ. თქვენი ნარჩენები თავად უნდა წამოიღოთ პარკიდან. ველური ბუნება ასევე ნიშნავს გარეულ ცხოველებს ( დათვს, გველს და ასევე კავკასიურ ნაგაზს), უცნობ მცენარეებს და მოსალოდნელია სატელეფონო კავშირის არქონაც გარკვეულ ადგილებში.
სხვათაშორის საინტერესო გამოცდილებაა ადგილობრივ, პროფესიონალ გიდთან ერთად ლაშქრობა. ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ, როგორც წესი, ქართული, რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი გიდი (80-150 ლარი/დღე).
იცოდეთ, რომ გიდი თქვენი წინამძღოლია და თქვენ არ გემსახურებათ ბარგის წამოღებაში, ან კარვის გაშლაში, არც სადილის გამზადებაში. თავაზიანი თხოვნის შემთხვევაში დახმარება ორმხრივად შესაძლებელია.
პარკში შესვლამდე აუცილებლად დარეგისტრირდით ვიზიტორთა ცენტრში ბორჯომში, ან ხარაგაულში.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.