ლაშქრობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
ხუთი შერჩეული საფეხმავლო მარშრუტი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი დიდია საქართველოში. ის პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოეწყო და 2007 წლიდან მიეკუთვნება ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელ PAN Park-ს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ახლანდელი სისტემის მიხედვით, შედგება 12 ოფიციალური საფეხმავლო ბილიკისგან ( 2022 წლის გაზაფხულის მონაცემებით), რომელთა მონიშვნა უმეტესწილად ხეებზეა დატანებული. რადგანაც ბილიკები გაშლილ სივრცეში ხშირად ადვილი ამოსცნობი არაა, გირჩევთ აუცილებლად იქონიოთ თან კარგი რუქები და ჯი-პი-ეს-ნავიგატორი (GPS), ან ისარგებლოთ ადგილობრივი, პროფესიონალი გიდით.
პარკში შესვლამდე რეგისტრაციაა გასავლელი რომელიმე ვიზიტორთა ცენტრში: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი ბორჯომში, მესხეთის ქ.23, ან ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრი, სოლომონ მეფის ქ.19. ვიზიტორთა ცენტრების სამუშაო საათებია ორშაბათიდან პარასკევამდე 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე და შაბათ-კვირას 9 საათიდან ოთხ საათამდე.
პარკში შესვლის ნებართვის აღება უფასოა, რომელსაც მრავალენოვანი მომსახურე პერსონალი თქვენთვის უზრუნველყოფს. დამატებით შესაძლებელია ვიზიტორთა ცენტრებში რამდენიმედღიანი ლაშქრობისთვის საჭირო ყველა ნივთის, საძილე ტომრების, კარვების თუ საკემპინგე მადუღარას ქირაობა. ასევე შესაძლებელი ტაქსის დაქირავებაც, რომელიც სასურველ შესასვლელთან ჩამოგსვამთ და ლაშქრობის დასრულების შემდეგ დაგხვდებათ და დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანთ.
ვაფრთხილებთ პირველ რიგში ევროპელ ტურისტებს, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთმანეთთან დაკავშირებული ტყეებისგან შედგება და რამდენიმედღიანი ლაშქრობისას შესაძლებელია საერთოდ ვერავის ვერ გადაეყაროთ. განსაკუთრებით კი არასეზონურ პერიოდში, მარტის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე, ან სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მობილური კავშირიც არ იყოს. ეს არის დარეგისტრირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და აუცილებლად გირჩევთ.
ყველაფერი, რაც ხანგრძლივი ლაშქრობისას არის საჭირო, თავად უნდა გქონდეთ: საკვები, წყალი, საძილე ტომარა, კარავი, საჭმლის მოსადუღებელი და ა.შ. რა თქმა უნდა არ უნდა დაანაგვიანოთ ბუნება და თქვენი ნარჩენები თავად უნდა გამოიტანოთ ეროვნული პარკიდან.
ბორჯომ-ხარაგაულის პარკში არ არის დასახლებები, გარდა აქა-იქ მწყემსების ქოხებისა, ეგრეთწოდებული ტურისტული თავშესაფრებისა ღამის გასათევად. ტურისტული თავშესაფრები უბრალო ხის ქოხებია, სადაც ხის უმატრასო საწოლებია.
საფეხმავლო ბილიკების გასწვრივ რამოდენიმე ადგილას წყალს შეხვდებით, ხოლო ტურისტულ თავშესაფრებთან როგოც წესი, გარე საპირფარეშოებია. რადგანაც ტურისტულ თავშესაფრებში არასაკმარისი დასაძინებელი ადგილია, სეზონის პერიოდში, ივლისსა და აგვისტოში, გირჩევთ წინასწარ დაჯავშნოთ ადგილები. თუ თავშესაფრებში ადგილები არ იქნება, სავსებით შესაძლებელია კარავში ღამის გათევა.
ხელშეუხებელი ქართული ტყე პირდაპირ კავშირშია ისეთ საშიშროებებთან, როგორიცაა დათვი, გველი თუ კავკასიური ნაგაზი. ძაღლებთან დაკავშირებით გირჩევთ, რომ თავი აარიდოთ და რაც შეიძლება შორიდან მოუაროთ.
სხვათაშორის ძალიან საინტერესოა ადგილობრივ პროფესიონალ გიდთან ერთად ლაშქრობა. ეს სერვისი, როგორც წესი, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა ხელმისაწვდომი. გიდის დაჯავშნა ასევე ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლიათ.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ადგილობრივი გიდი თქვენ გაგიძღვებათ როგორც გიდი და ის თქვენი მოსამსახურე არაა. ის არ წამოიღებს თქვენს ბარგს, არ მოგიმზადებთ სადილს და არ გაგიშლით კარავს. სათანადო მიმართვისას, რა თქმა უნდა ერთმანეთის დახმარება სრულიად მისაღებია.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი სამომავლოდ გეგმავს დიდი საფეხმავლო ბილიკების სისტემების დაინსტალირებას, სადაც ყველა გზის კომბინირება მოხდება და შეიცვლება ახლანდელი პრონციპი, სადაც ბილიკები სახელების, მარშრუტების და სირთულის მიხედვითაა ერთამენთისგან გამოყოფილი. მომდევნო ორ წელიწადში იგეგმება დამატებითი თავშესაფრების და ახალი ბილიკების მოწყობა.
ამ მეგზურში ჩვენ ბორჯომ-ხარაგაულის პარკის ხუთი მარშრუტი შევარჩიეთ და აღვწერეთ. მათ შორისაა როგორც მარტივი 13 კმ.იანი საფეხმავლო ბილიკი, ასევე რთული 54 კმ.იანი, 4 დღიანი წმინდა ანდრიას მარშრუტი. მარშრუტების აღწერა თან ახლავს ყვეა საბილიკე სისტემას, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე გამოიყენებოდა.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.