Sulfur pools

გოგირდის აუზები

ბორჯომის ცენტრალურ პარკში ძირითადად კლასიკური ატრაქციონებია განთავსებული, მაგრამ გვიანი მე-19 საუკუნის დახვეწილი ატმოსფერო ზოგიერთ ადგილებში მაინც შეინიშნება.

მდინარე ბორჯომულადან ზემოთ, 3 კილომეტრში რამდენიმე ისტორიული გოგირდის აუზია, სადაც მეფის რუსეთის დიდებულები და ლამაზმანები ტკბებოდნენ. გოგირდის შემცველი წყალი მუდმივად 28 დან 38 გრადუსამდე ტემპერატურის მატარებელია. შესვლა ღირს 5 ლარი. პირსახოცების შეძენა ადგილზე შეგიძლიათ.

გოგირდიანი წყლის აუზებზე მისვლა მანქანითაც არის შესაძლებელი მდინარის მეორე მხრიდან ზემოთ სადგურიდან, დაახლოებით 7 კილომეტრში ბორჯომპარკის სამხრეთით. მხოლოდ რამდენიმე მეტრის ფეხით გავლა მოგიწევთ აუზებამდე.

ადგილობრივი მოსახლეობა გოგირდის აბანოებს, ბორჯომის მინერალური წყლის მსგავსად, სამკურნალო თვისებებს მიაწერს. ექსპერტები ამ დრომდე საამისო მეცნიერული მტკიცებულებების ძიებაში არიან.

ფოტო: შპს beyondarts

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

Fields marked with * are required.