Romanov Palace

რომანოვების სასახლე

ყურადღება:
2022 წლის მაისში ჩვენი ვიზიტისას არ იყო შესაძლებელი ტურისტებისთვის სასახლეში შესვლა. მხოლოდ გარედან მოგვეცა უფლება ფოტოების გადაღების. დაგეგმილია სასახლის რესტავრაცია და მისი მუზეუმად გადაკეთება.

1882 და 1895 წლებში, ერისმთავარმა, ნიკოლაი მიხაილოვიჩმა რომანოვების სამეფო ოჯახიდან, ქალაქის დასავლეთ ნაწილში, ლიკანში საზაფხულო რეზიდენცია ააშენებინა. დღეს რომანოვების სასახლედ ცნობილი ეს შენობა, სასტუმრო ბორჯომი - ლიკანის ტერიტორიაზე მდებარეობს.

მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდში ბორჯომი იყო რუსი მდიდრების და არისტოკრატების, ლამაზმანების შეხვედრის და განცხრომის ადგილი.მეფის იმპერიის დასასრულამდე ბორჯომი ყვაოდა ეკონომიკური თვალსაზრისით.

1921 წლიდან, როცა საბჭოთა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, რომანოვების სასახლე კომუნისტური პარტიის ელიტის დასასვენებელ სახლად გადაკეთდა.

თავად იოსებ სტალინმაც, რომელიც წარმოშობით ქართველი იყო, არაერთი ზაფხული გაატარა აქ და ლეგენდარული ,,რომანოვების კაბინეტი’’ თავის სამუშაო ოთახად აირჩია. ,,რომანოვების კაბინეტი“ თავისი მოზაიკის ჭერით და ისტორიული ბუხრით ორიგინალის სახითაა დღემდე შემორჩენილი.

რომანოვების სასახლეში ინახება განსაკუთრებული ნივთები, როგორიცაა მაშინდელი მეფისთვის მირთმეული ნაპოლეონის და ირანის შაჰის საჩუქრები. მათ შორისაა ისტორიული კაკლის ხის მაგიდა, რომელიც თითქოსდა რუსი მეფის პეტრე პირველის ხელითაა გამოთლილი.

მთავარი შესასვლელი ჭიშკრის თაღის ზემოთ დამაგრებულია ფაიფურის თუთიყუში, რომელიც ჰაერის ნაკადის შედეგად, ჭიშკრის გაღებისას მოძრაობდა და სტუმრებს ესალმებოდა.

დღეს რომანოვების სასახლეს საქართველოს პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციის ფუნქცია აკისრია.

ფოტო: შპს beyondarts

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

Fields marked with * are required.