Mineral Water Bottling Factory

მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა

მინერალური წყლის ,,ბორჯომის’’ მაშინდელი ჩამოსახმელი ქარხანა სახელწოდებით „Borjomi Mineral Water Export Building“ 1986 წელს აშენდა და პარკის მთავარ შესასვლელთან მდებარეობს.

აქ ხდებოდა მე-19 საუკუნის ბოლოს ცნობილი ბორჯომის ბოთლებში ჩამოსხმა და საექსპორტოდ გამზადება. კარგ პერიოდში დღეში 1200 ბოთლამდე ჩამოისხმებოდა.

შენობა 1954 წლამდე ასრულბდა თავის დანიშნულებას. შემდეგ კი ჩარხისწყალში, ბორჯომის სხვა უბანში, აშენდა ახალი ქარხანა.

გვიან 1950- იან წლებამდე ასრულებდა მაშინდელი ბორჯომის ჩამოსასხმელი ქარხანა საინფორმაციო და საკომუნიკაციო, დასასვენებელ ფუნქციას, რომელსაც თავისი სცენა ჰქოდა და აუდიტორია ჰყავდა.

მიუხედავა იმისა, რომ შენობა უკვე კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი, მაინც მთელი რიგი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს მის ირგვლივ.

ყოფილი ჩამოსასხმელი ქარხანა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, არის პროექტის - ,,ბორჯომი - სამუზეუმო ქალაქი’’ ნაწილი და ნიშნავს მის ინდუსტრიულ მუზეუმად გადაკეთებას.

 ფოტო: შპს beyondarts

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

.

 

 

Fields marked with * are required.