როგორ გახდა ბორჯომი ცნობილი
რამდენიმე ასეული წლის წინ ბორჯომი ისტორიული პროვინციის, თორის ნაწილი იყო. თორი, ისე როგორც ჯავახეთი და მესხეთი, ახლაც სამცხე-ჯავახეთის შემადგენლობაშია.
თორი სტრატეგიულ ფუნქციას ასრულებდა, ვინაიდან მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის მონაკვეთში მდებარეობდა. ბორჯომის გორაკებზე შემორჩენილი ,,გოგიას“, ,,პეტრას“ და ,,სალის“ ციხესიმაგრეების ნანგრევებიც ამაზე მეტყველებს.
როცა დღევანდელი სამცხე - ჯავახეთის პროვინცია მე-16 საუკუნეში ოსმალების იმპერიის ბატონობის ქვეშ იყო, ბევრი ეკლესია-მონასტერი და ციხე-კოშკი განადგურდა. მოსახლეობამ დატოვა იქაურობა. მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში, როცა რუსეთის იმპერიამ რეგიონი დაიპყრო, ნელ-ნელა დაიწყო ბორჯომმაც ზრდა. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობას ატარებდა რუსი ჯარისკაცების მიერ ბუნებრივი წყლების აღმოჩენა.
1825 წელს ადგილობრივი ხელისუფლების მთავარმა მმართველმა, პოლკოვნიკმა ორლოვმა, ბრძანება გასცა ბუნებრივი წყაროები ქვებით შემოეღობათ, თუმცა მხოლოდ 1940 წლიდან გახდა ბორჯომის წყლები ცნობილი.
გენერალ ევგენი გოლოვინის, რუსი მეფის ნაცვალის, კავკასიის მთელი რეგიონის გუბერნატორის ქალიშვილმა ეკატერინამ, როგორც ცნობილია დალია ბორჯომის წყალი და განიკურნა.
ამის შემდეგ მამამ სხვა წყაროების აღმოსაჩენად, ბორჯომის მიდამოებში მდებარე ტყეებში გათხრები დაიწყო და ბრძანა ეს წყაროები სამხედრო ორგანოებიდან სახალხო ორგანოების მფლობელობაში გადასულიყო. გოლოვინის ამ სვლით მოგვიანებით საფუძველი ჩაეყარა მინერალური წყლის წარმოებას და რეგიონის ეკონომიკურად აღმასვლას. გენერალმა ორ მთავარ წყაროს ეკატერინა და ევგენი შეარქვა.
მალე, წყაროების ირგვლივ არამხოლოდ სასტუმროები და დასასვენებელი სახლები, არამედ წყლის ჩამოსასხმელი ქარხანაც აშენდა, რამაც წყლის ბოთლებში ჩამოსხმის და ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა გააჩინა.
მე-19 საუკუნუს დასასრულისთვის ბორჯომი უკვე საკმაოდ მდიდარ საკურორტო ზონას წარმოადგენდა, სადაც მთავარმა და მეფის ნაცვალმა რომანოვების ოჯახიდან ლიკანში საზაფხულო დასასვენებელი სახლი ააშენა. ამის შემდეგ, ზაფხულის პერიოდში ბორჯომი ხდება უფრო მიმზდიველი რუსი არისტოკრატებისთვის.
რუსული იმპერიის დასრულების შემდეგ 1917 წელს, ხანმოკლე დამოუკიდებლობის მერე, საქართველომ 1921 წელს მორიგი ანექსია განიცადა და გასაბჭოვდა. თუმცა ამ ფაქტს ბორჯომის ეკონომიკური განვითარებისთვის ხელი არ შეუშლია. მოხდა არისტოკრატული ქონების კონფისკაცია და მათი საბჭოთა ელიტისთვის დასასვენებელ სანატორიუმებად გადაკეთება.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთელმა საქართველომ და მათ შორის ბორჯომმაც ათწლეულის დიდი კრიზისი განიცადა. მხოლოდ ადრეულ 2000 წლებში, როცა საქართველო დამოუკიდებელი სხელმწიფოს ფორმატში ნელ-ნელა დასტაბილურდა, ჩაიდო ინვესტიციები ინფრასტუქტურულ პროექტებსა და ტურიზმში და ბორჯომმაც შედარებით ამოისუნთქა.
ბორჯომი და მისი ცენტრალური პარკი ორი მთავარი სანახაობაა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
ფოტო: beyondarts
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.