Romanov Palace
მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა
Sulfur pools
Cable car
როგორ გახდა ბორჯომი ცნობილი
ბორჯომი და ბორჯომის ცენტრალური პარკი
ბორჯომი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთავარი ტრასიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს. 10 000 მცხოვრებით ის ერთ-ერთ დიდ ქალაქად შეიძლება ჩაითვალოს რეგიონში.
ბორჯომი მდებარეობს საუცხოო ბორჯომის ხეობაში, მდინარე მტკვრის გაყოლებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აღმოსავლეთ ბოლოში. ქალაქი ორი რამით არის ცნობილი: თავისი ისტორიით და მინერალური წყლით, რომლის ექსპორტიც 40-ზე მეტ ქვეყანაში ხდება და აქედან რეგიონის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტია.
ცნობილი მინერალური წყალი, რომლის სამკურნალო თვისებები მეცნიერულად დამტკიცებული არ არის, თუმცა მას ბევრ კარგ თვისებას მიაწერენ, ბუნებრივად, ამოტუმბვის გარეშე, ნახშირორჟანგის ბუნებრივი წნევის საშუალებით ამოედინება 8-10 კილომეტრის სიღრმიდან. წყალი მიწის სიღრმიდან ამოსვლამდე დაახლოებით 60 სხვადასხვა მინერალებით შეჯერდება და გაცივებასაც ვერ ასწრებს. მიწის ზედაპირზე ამოსვლისას წყლის ტემპერატურა დაახლოებით 40 გრადუსია.
მე-19 საუკუნის ბოლოს ბორჯომი ცნობილ საკურორტო და დასასვენებელ ქალაქს წარმოადგენდა. რომანოვების სამეფო ოჯახმა აქ საზაფხულო სასახლე ააშენა, რომელსაც დღესაც იხილავთ ცნობილი სასტუმროს, ბორჯომი-ლიკანის ტერიტორიაზე.
რომანოვებს მიბაძეს სხვა რუსული და სპასრული არისტოკრატიის წარმომადგენლებმაც და ააშენეს მდიდრული ვილები. მდიდარი კლიენტურის მოსაზიდად მალევე გაიხსნა ძვირფასი აბანოები და სასტუმროები. ბორჯომს იმ დროის ცნობილი სახეებიც სტუმრობდნენ. მათ შორის იყვნენ ცნობილი კომპოზიტორი ჩაიკოვსკი და პოეტი მაქსიმ გორკი.
დღესაც ბევრი სტუმრობს ბორჯომს სამკურნალოდ. წყალს ძირითადად პირდაპირ წყაროდან სვამენ. რეგიონში ასევე არაერთი გოგირდის აბანოა. ამბობენ რომ ეს აბანოები რევმატიზმს შველის.
ბორჯომს ეკუთვნის ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს არისტოკრატი სტუმრების გასართობ ადგილს წარმოადგენდა. პარკში დღესაც არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული მემკვიდრეობა შემონახული.
როგორიცაა მაგალითად მაშინდელი ბორჯომის ჩამოსასხმელი ქარხანა და მთელი კავკასიის რეგიონში პირველი ჰიდროელექტროსადგურის ნარჩენები. ეს ჰიდროელექტროსადგური, მაშინ საკმაოდ ინოვაციური პროექტი, მე-19 საუკუნის ბოლოს დღეში 150 000 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა და მთელი მდიდარი დასასვენებელი რეგიონის მოთხოვნას აკმაყოფილებდა. 1990 წელს შენობა თითქმის მთლიანად განადგურდა და სავარაუდოდ ინდუსტრიულ მუზეუმად გადაკეთდა.
ბორჯომის პარკი არამხოლოდ მინერალური წყლით, გოგირდის აბანოებით, საბაგირო გზით და ისტორიული შენობებით ეგებება მნახველებს, არამედ აქ დაგხვდებათ მრავალი კლასიკური გასართობი ატრაქციონი.
ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის მონახულება ნამდვილად ღირს მთელი ოჯახისთვის!
ჩასვლა:
ბორჯომი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ახალციხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრში, მე-8 ტრასის გასწვრივ. ბორჯომიდან ცენტრალურ პარკამდე შეგიძლიათ მიხვიდეტ მიკროავტობუსით ( 3 ლარი, 5 წუთის სავალი ), ან აიყვანოთ ტაქსი ( 4 ლარი, 10 წუთის სავალი )
მანძილი:
ახალციხე - ბორჯომი: 50კმ
სამუშაო საათები და ფასები:
ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი ყოველდღე ღიაა. შესვლა 2 ლარი. გადახდა შესაძლებელია როგორც ნარდი ფულით, ასევე საკრედიტო ბარათით.
პროფესიონალი გიდის მომსახურება:
ბორჯომის პარკი გთავაზობთ პროფესიონალი გიდის მომსახურებას. ენები: ინგლისური, ქართული, რუსული და ინდური. საფასური - 20 ლარი ნაღდი ფულით, ან საკრედიტო ბარათით არის შესაძლებელი.
მნიშვნელოვანია იცოდეთ:
ბორჯომის ცენტრალური პარკი საქართველოს სტანდარტებით აღჭურვილი ერთ-ერთი კარგი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. აქ არის მაღაზიები, სადაც შეიძენთ საკვებს, სასმელებს და სუვენირებს, ფულის აპარატები, საპირფარეშოები და სამედიცინო დახმარება საჭიროების შემთხვევაში. პარკი უმეტესწილად არაა შემოსაზღვრული.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.