აბასთუმანი
სპა და ობსერვატორია
აბასთუმანი ადიგენის რაიონში, ახალციხიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 20 კმ.ში, მდინარე ოცხესთან, ზღვის დონიდან 1400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქს დაახლოებით 1000 მცხოვრები ყავს. თავის დროზე, გვიანი მე-19 საუკუნის განმავლობაში, მთელს კავკასიაში ცნობილი იყო აბასთუმანი, როგორც სპა ქალაქი თავისი გოგირდოვანი თერმული წყლებით ბორჯომთან ახლოს. აქ იყო სანატორიუმები განთავსებული, სადაც გულის, ფილტვების, სასუნტი გზების დაავადებებს მკურნალობდნენ. ეს სანატორიუმები საბჭოთა კავშირის პერიოდში კომუნისტური პარტიის ელიტის დასასვენებელი ადგილიც იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სანატორიუმები დაცარიელდა და დაიხურა.
აბასთუმანთან ახლოს, მთა ყანობილზე ზღვის დონიდან 1600 მეტრის სიმაღლეზე, საკმაოდ ცნობილი ასტროფიზიკური ობსერვატორია მდებარეობს. ის 1892 წელს აშენდა და ერთ-ერთ პირველ ობსერვატორიას წარმოადგენდა რუსულ ცარისტულ იმპერიაში. 1930-იან წლებში ობსერვატორიას თაღი დააშენეს. ობსერვატორიაში ახლაც ინახება ტელესკოპი 40 სმ ფოკუსური მანძილით, რომელიც 90 წლის წინ გერმანელმა ინჟინრებმა დააინსტალირეს. ტელესკოპი ცნობილი დასავლეთ გერმანული კომპანიის Carl Zeiss Jena მარკისაა და ახლაც მწყობრშია. აქვე, რა თქმა უნდა, ობსერვატორიას არაერთი სხვა ბევრად უფრო თანამედროვე ტელესკოპები აქვს უფრო დიდი ფოკუსური მანძილით.
მისვლა:
ახალციხიდან ადიგენის მიმართულებით, მთავარ ტრასაზე დაახლოებით 8 კმ.ის შემდეგ, მოუხვიეთ მარჯვნივ მეორეხარისხოვან გზაზე 14 აბასთუმნის მიმართულებით. ახალციხიდან ტაქსით მიხვალთ დანიშნულების ადგილამდე დაახლოებით 40 წუთში ( 30-40ლარი)
მანძილი ქალაქებს შორის:
ახალციხე - აბასთუმანი: 28 კმ