ცხოვრება მონასტერში
ამჟამად ზედა ვარძიაში 20 სასულიერო პირი ცხოვრობს და მოღვაწეობს. მათი დღე დილის 6 საათზე ზარების რეკვით იწყება. მსუბუქი საუზმის მერე ყველა საზეიმო ლოცვებს კითხულობს. დღის განმავლობაში კი სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებენ.
მათ ყოველდღიურ საქმიანობაში შედის ხილის და ბოსტნეულის მოყვანა, ქარგვა, სანთლების დამზადება და ხატწერა. მათი პროდუქტების შეძენა შეუძლია ყველა მომლოცველს, ტურისტს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუმრებს.
ზედა ვარძიის მონასტერის მობინადრეები არამარტო პროდუქტებს ყიდიან, არამედ სტუმრებს თავიანთ ცოდნასაც გადასცემენ. მონასტერი ცნობილია ოქრომკედით ქარგვის სწავლებით.
ეს ქარგვის საკმაოდ რთული ტექნიკაა, სადაც ვერცხლის ან ოქროს ძაფებს აბრეშუმის ძაფზე ახვევენ და შემდეგ ნაჭერზე იწყებენ ქარგვას.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.