ზედა ვარძიის მონასტერი
ზედა ვარძიის მონასტერი
ზედა ვარძიის მონასტერი შედგება პატარა მართლმადიდებლური ეკლესიისა და რამდენიმე შედარებით ახალი გვერდითა ნაგებობისგან. ეს ეკლესია დიდი ვარძიიდან დაახლოებით 3 კმ.ში მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთით. დღეს აქ 20 მონაზონი ცხოვრობს და მოღვაწეობს.
ეკლესია და მონასტერი მე-11 საუკუნეში აშენდა, დიდი ვარაუდით ერისთავ ლიპარიტ მეოთხეს მიერ. მისი სახელი სარდაფის კედლის ქვაზე წარწერაშია აღნიშნული.
ლიპარიტ მეოთხე, ქართველი გენერალი, არამარტო საქართველოს მეფის, ბაგრატ მეოთხის მიმდევარი იყო 1027-1072 წლებში, როცა ის მეფობდა, არამედ გარკვეულ პერიოდებში მისი მოწინააღმდეგეც იყო. ლიპარიტი არისტოკრატული ოჯახის კლდეკარის წარმომადგენელი იყო და ერისთავის ტიტულს ატარებდა, რაც დაახლოებით ჰერცოგის შესაფერისს უდრის.
მე-11 საუკუნეში ზედა ვარძიის ეკლესია-მონასტერი იფარებდა მონასტრის მრევლს, ისინი მე-12 საუკუნის მიწურულს, გიორგი მესამეს მეფობის დროს ნაწილობრივ დიდი ვარძიის სამონასტრო კომპლექსში გადაიყვანეს.
მე - 16 საუკუნეში ოსმალების იმპერიის შემოსევისას, ზედა ვარძიის ეკლესიაც და მონასტერიც სხვა ეკლესია-მონასტრების მსგავსად დაცარიელდა და განადგურდა.
მხოლოდ 1975-78 წლებში, საბჭოთა კავშირის დროს აღადგინეს ზედა ვარძიის ეკლესია და მონასტერი, თუმცა არარელიგიური რიტუალებისთვის. 1997 წელს, საბჭოთა კავშირის დასრულების მერე, მონასტერში მონაზვნები დასახლდნენ.
ზედა ვარძიის ეკლესია ხელოვნურად მოპირკეთებულ კლდის პლატოზე, ზედა ვარძიის ხეობაშია აღმართული და ორნავიანი ღია სამთაღიანი მიშენებით სამხრეთითაა მიმართული.
შესასვლელის თავზე შუასაუკუნეების ასომთავრულით შესრულებულ წარწერებს შენიშნავთ, რომლებსაც მე-12 საუკუნეში, გიორგი მესამეს და თამარ მეფის ვასალი აფრიდონი მოიხსენიებს.
ასომთავრული უძველესია სამ ქართულ ანბანთა სახეობას შორის. ერთი გრაფიკული ასო, ერთ ფონემას აღნიშნავს.
ზედა ვარძიის ეკლესია თანაბრად გამოთლილი ოთხკუთხა ქვებისგან არის აშენებული. მთავარი ნავი სამხრეთით უფრო მაღალი და დიდია, ვიდრე ჩრდილოეთი ნავი.ორივე ნავი ერთმანეთს თაღით უკავშირდება, რომელიც ორ საყრდენ სვეტზეა გამაგრებული. შიდა მხარე ფრესკებითაა მოხატული, რომელთა უმეტესი ნაწილი სამწუხაროდ გაფერმკრთალებული და თითქმის ამოუცნობია.
მიუხედავად ამისა, ეკლესია და მონასტერი საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლების სიაშია შეტანილი.
მისვლა:
ზედა ვარძია ცნობილი სამონასტრო კომპლექ ვარძიისგან 3 კმ.შია ჩრდილო-დასავლეთით. მისვლა მთავარი გზატკეცილიდან ს 11 ხერთვისის გავლით არის შესაძლებელი, შემდეგ გადახვალთ შ 58 გზაზე.
ტაქსით ასპინძადან 40 წთ.ში მიხვალთ (20 ლარი)
მანძილი:
ახალციხე – ზედა ვარძია: 63კმ | ასპინძა – ზედა ვარძია: 32კმ
სამუშაო საათები და ფასები:
მონასტერი ზედა ვარძია წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ. შესვლა უფასოა.
მიაქციეთ ყურადღება:
სამონასტრო კომპლექსთან არის პატარა მაღაზია, საპირფარეშო, რამდენიმე უბრალო ტიპის რესტორანი და პატარა საოჯახო სასტუმროები ღამის გასათევად.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.