სამრეკლო
ზარზმის მონასტრის სამრეკლო ყველაზე დიდი და უძველესია მთელს საქართველოში. მისი კედლის ერთი ნაწილი პირველ სართულზე მონასტრის შემოსასვლელადაც გამოიყენებოდა.
სამრეკლო სავარაუდოდ მე-14 საუკუნეში აშენდა და დღევანდელი ფორმა მე-16 საუკუნეში მიეცა.
ხურციძეების სამეფო ოჯახმა, რომელიც მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ზარზმის მფლობელი იყო, სამრეკლოს პირველი სართული სამლოცველოდ გადააკეთა, ხოლო ზედა, რვაწახნაგოვანმა სართულმა ღია თაღები შეინარჩუნა. დიდი წარწერა შიდა კედელზე მიუთითებს ფარსმან ხურციძის სახელს და მას მშენებლობის დამკვეთად მოიხსენიებს.
პირველი სართულის აღმოსავლეთი და დასავლეთი მხარეები ღია იყო და ვარსკვლავური ფორმის კამარას ქმნის. ჭერის მსგავსი კონსტრუქცია ახლა არც შეინიშნება, რადგან სამლოცველოს შიდა მხარე კედლების აშენების მერე სრულიად დაბნელდა.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.