Architectural details

არქიტექტურული დეტალები

ზარზმის კომპლექსში ერთი დიდი ეკლესია დომინირებს, რომლის ჩრდილო კედელსა და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მას ორი სამლოცველო აქვს. ცოტა მოშორებით სამრეკლოა, ხოლო ეკლესიიდან სამხრეთით ორი პატარა ეკლესიის ნანგრევებს იხილავთ.

 ზარზმის მთავარ ეკლესიას სამმხრეთი და დასავლეთი შესასვლელები აქვს და მთლიანობაში ეკლესიას ჯვრის ფორმა აქვს ისე, როგორც ეს დამახასიათებელია ტიპიური ქართული ეკლესიებისთვის.

სამხრეთ კარიბჭესთან არსებული პორტალი, რომელიც მთელ სამხრეთ კედელზე ვრცელდება, ეკლესიას განსაკუთრებულ, ისტორიულად ძვირფას პროპორციებს ანიჭებს.

ზარზმის ყველაზე მაღალი ელემენტი ტიპიური გუმბათის ყელია. მას ცილინდრის ფორმა აქვს და ეკლესიის მთავარ სხეულსა და გუმბათს შორის მდებარეობს თორმეტი ვიწრო სარკმლით, რაც 12 მოციქულის სიმბოლური გამოსახულებაა. ამ სარკმელებიდან, როგორც წესი, 6 ღია და 6 ამოშენებულია.

მთავარი ეკლესიის კედლები უხეშად ნათალი ქვისგანაა ნაგები, სხვადასხვა ფერისაა და ხანდახან ჭადრაკის დაფისებურად არის განლაგებული.

გარე ორნამენტები, მე-14 საუკუნის ეკლესიებისთვის დამახასიათებლად, კერებისა და სარკმელების გარშემო შეინიშნება. თუმცა აქ ჯვარს

ზარზმის ეკლესიის კიდევ ერთი დეტალია ძალიან საინტერესო: დასავლეთ კედელზე, შესასვლელი და მის ზემოთ არსებული მთავარი სარკმელი ერთ ხაზზე არ მდებარეობს. ამის მიზეზი ისაა, რომ შესასვლელი და სარკმელი მართალია შუაშია, მაგრამ ეკლესიის ქვედა ნაილი სამხრეთი კედლის და გალერიის ჩათვლით რამდენიმე მეტრით უფრო ფართეა. ესაა მიზეზი თუ რატომ ჩანს შესასვლელი დასავლეთ კედელზე ცოტა უფრო მარჯვნივ.

მიუხედავად იმისა, რომ ზარზმის სამონასტრო კომპლექსის თავდაპირველი ფორმა დაიკარგა და მთავარი ეკლესიის შიდა კელდის მხატვრობა წარუატებელ რესტავრაციას შეეწირა მე-20 საუკუნის დასწაყისში, მონასტრი ისევ და ისევ დიდი მნიშვნელობის მქონე ხუროთმოძღვრების ძეგლია საქართველოში.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

 

 

Fields marked with * are required.