ზარზმის მონასტერი
ზარზმის მონასტერი ახალციხიდან დასავლეთით, 30 კმ.ში, ქალაქ ადიგენთან, უშუალოდ 18 გზატკეცილთან მდებარეობს. კომპლექსი რამოდენიმე ნაგებობისგან შედგება. მათ შორის გამოირჩევა გუმბათიანი ეკლესია და საქართველოში ყველაზე დიდი სამრეკლო.
ზარზმას ასევე ფერისცვალების მონასტერს უწოდებენ. სიტყვა ფერისცვალება ახალი აღქმიდან არის და აღწერს ეგრეთწოდებულ რწმენის სასწაულს, როცა ღმერთი იესოს შვილს უწოდებს. თაბორის მთაზე, სამ მოციქულს პეტრეს, იაკობს და იოანეს ღვთიური სინათლით გაცისკროვნებული იესო მოევლინებათ.
ლეგენდის თანახმად ზარზმის მონასტერი ბერმა სერაპიონ ზარზმელმა დააარსა, რომლის ცხოვრებასაც მისი მოსწავლე ბასილ ზარზმელი თავის პოემაში ,, სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება’’აღწერს.
ბასილ ზარზმელი აღწერს, რომ სერაპიონ ზარზმეს ადგილობრივი მმართველი გიორგი ჩორჩანელი ედგა მხარში და მონასტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი უწყალობა. მონასტრის შიდა კედელზე გიორგი ჩორჩანელი პატივისცემის ნიშნად მოიხსენიება როგორც ,,მთავართა მთავარი’’
ბასილი ასევე აღწერს ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობას მონასტრის აშენებასთან დაკავშირებით. ლეგენის თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ იმის მერე დათანხმდა მონასტრის აშენებას, როცა მთიდან კლდის ლოდები ჩამოცვივდა და მთელი სოფელი ლამის მთლიანად თან წაიღო.
აქედან გაომმდინარე ბასილ ზარზმელი მონასტრის სახელსაც ასე ახსნის, ზარზმა ანუ შიში. ადგილობრივებმა დართეს მშენებლობის ნება, რადგან ღვთის რისხვის შეეშინდათ და კლდის ჩამონგრევა ნიშნად მიიჩნიეს.
ეკლესიის თავდაპირველი სახე, რომელიც არქიტექტორ გარბანელმა ააგო, არაა შემორჩენილი, დღევანდელი სახით ეკლესია აშენებულია მე-14 საუკუნის დასწაყისში.
ამ პერიოდში მართავდა რეგიონს ჯაყელების ძლიერი ოჯახი, ბექა პირველი, სარგის პირველის მემკვიდრე, რომელიც სამცხეს რეგიონის პირველი დამოუკიდებელი პრინცი გახდა და ბექა პირველს მიეწერება სავარაუდოდ ეკლესიის მშენებლობა, რომელიც მის სიკვდილამდე, 1308 წელს დაასრულდა.
ზარზმის შიდა კელდებზე არის კედლის მხატვრობა, სადაც გამოსახულია სარგის პირველი, ვაჟიშვილი ბექა პირველი, შვილიშვილი სარგის მეორე და შვილთაშვილი ქუარქუარე პირველი.
აქ არ არის მოცემული მონასტრის უძველესი ისტორიული ნარჩენები. სამრეკლოს თაღოვან შესასვლელში მე-10 საუკუნის წარწერა ჩანს, რაც დავით მესამეს მეფობის პერიოდში ერთ-ერთ მთავარს ეკუთვნის და სამხედრო დახმარებას ეხება. ის მიმართავს ბიზანისს კაიზერ ბასილ მეორეს და განუმარტავს თუ როგორ აღუდგა გენერალი ბარდა სკლიაროსი 979 წელს კაიზერს.
მე-16 საუკუნეში, ოსმალების იმპერიის შემოოსევისას, ზარზმაც სხვა ეკლესია-მონასტრების მსგავსად დაცარიელდა და ჩამოინგრა.
თუმცა მონასტრის ქონება, ხატები, ჯვრები და სხვა ძვირფასეულობა გადამალეს გურიაში, შემოქმედის მონასტერში. მე-15 და მე-16 საუკუნეში მონასტერ შემოქმედში იყო საპატრიარქო.
მომდევნო საუკუნეებში დამატებით განადგურდა ზარზმის სამონასტრო კომპლექსი, მათ შორის მონასტრის კედლის მხატვრობაც. ადრეულ მე-20 საუკუნეში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოებისას, ზოგიერთი არქიტექტურული და სტილისტური ფრაგმენტი მაინც დაიკარგა.
მიუხედავად ყველაფრისა, ზარზმის სამონასტრო კომპლექსი ეკლესიით და სამრეკლოთი, მომცრ შენობების ნანგრევებით, მაინც რჩება ქართული არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშად, განსაკუთრებით თავისი პროპორციებით და ჩუქურთმებით ფასადებზე.
დღესდღეობით ზარზმის მოანსტერში ცხოვრობს და მოღვაწეობს 11 ბერი.
მისვლა:
ზარზმის მონასტერი ახალციხის დასავლეთით 30 კმ.ში, ქალაქ ადიგენთან ს8 ტრასასთან მდებარეობს. 15 წუთში შეგიძლიათ ადიგენიდან ტაქსით მიხვიდეთ ( დაახლ. 15 წთ.ში, 5 ლარი) ან ახალციხიდან ტაქსით დაახლოებით ერთ საათში, (30 ლარი)
მანძილი:
ახალციხე - ზარზმის მონასტერი: 38 კმ | ადიგენი - ზარზმის მონასტერი: 8 კმ
სამუშაო საათები და ფასები:
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ზარზმას ესტუმროთ. შესვლა უფასოა.
მიაქციეთ ყურადღება:
ზარზმის მონასტერიც, სხვა ღირსშესანიშნაობების მსგავსად სამცხე ჯავახეთში ზღვის დონიდან 1 000 მეტრის ზემოთ, 1 400 მეტრზე მდებარეობს. აქაც გირჩევთ მყარი ფეხსაცმელების და თბილი ტანსაცმლის ჩაცმას. ინფრასტრუქტურა აქაც თითქმის არ არსებობს. მხოლოდ მაღაზიაა, სადაც წყალს და ადგილობრივ პროდუქტებს შეიძენთ.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.