საქართველოს მეფე თამარი
თამარ მეფე საქართველოს პირველი ქალი მმართველი იყო. ის იყო გიორგი მესამის უფროსი ქალიშვილი, რომელიც 1178 წელს მეფე გიორგიმ თანამმართველად დანიშნა. გიორგის გარდაცვალების შემდეგ, 1184 წელს, თამარი ავიდა ტახტზე და გარდაცვალებამდე, 1213 წლამდე მართავდა საქართველოს.
თამარს, როგორც ქვეყნის ქალ მბრძანებელს, თავიდანვე მოუწია გამკლავებოდა მთელ რიგ სირთულეებს. გვირგვინოსანი ,,მეფის“ და არა ,,დედოფლის, მმართველობის ლეგიტიმურობას, მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ დიდებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
მზარდი საშიში სიტუაციის ოდნავ დასაშოშმინებლად თამარი დაქორწინდა 1185 წელს რუს პრინც იურიზე. სამწუხაროდ ამ ქორწინებამ არ გაამართლა. ქორწინებიდან ორ წელიწადში დაშორდა რუს მეუღლეს, რომელიც თავიდანვე ცდილობდა ქვეყნის მმართველობა თავად აეღო ხელში, და რუსეთში გააძევა.
1191 წელს თამარი მეორედ დაქორწინდა. ამჯერად ეს საკუთარი არჩევანი იყო: პრინცი დავით სოსლანი, რომელთანაც მას ორი შვილი შეეძინა, გიორგი მეოთხე, ლაშა და რუსუდანი. თამარის ორივე შვილი თანმიმდევრულად ავიდა ტახტზე და მართავდა ქვეყანას.
თამარს ახასიათებენ როგორც განსაკუთრებით ჭკვიან, მტკიცე ნებისყოფის და შეუპოვარ ადამიანს. მამამისის, მეფე გიორგი მესამის მსგავსად, ისიც ქართული არისტოკრატული დინასტიის, ბაგრატიონების ოჯახიდან იყო. ბაგრატიონების დინასტია განეკუთვნებოდა ერთ-ერთ უძველეს მმართველ გვარს საქართველოს ისტორიაში. ბაგრატიონები ადრეულ მეცხრამეტე საუკუნემდე ბატონობდნენ.
თამარის მეფობის პერიოდში უფრო და უფრო მეტი ტერიტორია ექცეოდა ქვეყნის გავლენის ქვეშ და ახლანდელ თურქეთამდე და კასპიის ზღვამდეც კი აღწევდა. ესეც არის მიზეზი იმისა, რომ თამარის მეფობის ხანას 1184 წლიდან 1213 წლამდე ,,საქართველოს ოქროს ხანა’’ რქმეოდა. ეს პერიოდი კულტურული აყვავების ხანაც იყო. თამარ დედოფლის ბრძანებით ეროვნული პოეტი, შოთა რუსთაველი ქმნის მსოფლიოში ცნობილ ეროვნულ ეპოსს ,,ვეფხისტყაოსანს“, რომელიც გერმანულად ცოტა უხეშად „Der Recke im Tigerfell“ითარგმნება.
ისტორიკოსების ცნობებზე დაყრდნობით, თამარ დედოფალი გარკვეული პერიოდი ვარძიის მონასტერშიც ცხოვრობდა. 1193 წლიდან 1195 წლამდე, სამხედრო კონფლიქტის დროს სელჩუკებთან, თამარი ქვეყანას ვარძიიდან მართავდა. პარალელურად კი ვარძიის კომპლექსის მშენებლობას აგრძელებდა. თამარის მამის განზრახვა, ვარძიის კომპლექსი სამხედრო საქმეებისთვის აეშენებინა, თამარმა შეცვალა. ის სამონასტრო კომპლექსად გადააქცია, სადაც 2 000 მდე ბერს შეეძლო ეცხოვრა და ემოღვაწა.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.