ვარძიის ლეგენდა
კლდეში სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა გიორგი მესამეს მეფობის დროს დაიწყო. ის 1156 დან 1184 წლამდე მართავდა საქართველოს. მისი და შემდეგ მისი მემკვიდრის, თამარის მეფობის პერიოდს საქართველოს ,,ოქროს ხანად“ მოიხსენიებენ ისტორიაში.
ეს იყო პოლიტიკური და დიპლომატიური წარმატებების, სამხედრო გამარჯვებების და ასევე ეკონომიკურ-კულტურული აყვავების პერიოდი. თამარ მეფემ დაასრულა ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა და შეცვალა ვარძიის მთელი კომპლექსის თავდაპირველი ფუნქცია, ყოფილიყო ის სამხედრო მიზნებისთვის და გადააქცია გამაგრებულ სამონასტრო კომპლექსად. მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მეცამეტე საუკუნემდე გრძელდებოდა, 1185 წლის 15 აგვისტოს ის საზეიმოდ გაიხსნა. ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ღვთისმშობლის სახელზე აკურთხეს.
სახელი ,,ვარძია“ ლეგენდას ეფუძნება. მეფე გიორგიმ და მისმა ძმამ ახალგაზრდა პრინცესა თამარი სანადიროდ თან წაიყვანეს. მეფემ ქალიშვილს უბრძანა მის დაბრუნებამდე გამოქვაბულში დალოდებოდა. როცა ისინი დაბრუნდნენ, თამარი არსად არ იყო. მეფე გიორგი და მისი ძმა ყველგან ეძებდნენ თამარს. როცა მეფის ძმამ დაიძახა: ,,თამარ, სად ხარ?“ ,, აქ ვარ, ძია“ უპასუხა გოგონამ. ვარძიის კომპლექსი თამარის ბავშვობაში მისი სათამაშო ადგილი იყო, ხოლო მისი მეფობის პერიოდში სატახტო ქალაქის ფუნქციას ასრულებდა რამდენიმე წელიწადი.
არსებობს მეორე ლეგენდაც: თავდაპირველად ვარძიის სამონასტრო კომპლექსი მდინარის მეორე სანაპიროსთან მდებარე მთის ფერდობზე უნდა აშენებულიყო. მაგრამ კლდე არ იყო საკმარისად მყარი და ხშირად იშლებოდა უკვე გამოკვეთილი გამოქვაბულები და მათი დამაკავშირებელი დერეფნები. ერთ საღამოს, როცა მშენებლებმა სამუშაო იარაღები დატოვეს და წავიდნენ, მეორე დილით, როცა დაბრუნდნენ, მდინარის მეორე სანაპიროზე აღმოაჩინეს ყველაფერი. შემდეგ დღეებშიც იგივე განმეორდა. ყველამ ბედის მინიშნებად მიიღო ეს ფაქტი და გადაწყდა მთის მეორე ფერდობზე გადატანილიყო მშენებლობა.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.