საქართველოს მეფე გიორგი მესამე
საქართველოს, მთელი ისტორიის განმავლობაში, ბევრი მეფე მართავდა და მათ შორის ბევრს ერქვა გიორგი, მაგრამ გიორგი მესამე ყველაზე ცნობილი იყო. ის ქვეყანას 1156 წლიდან სიკვდილამდე, 1184 წლამდე მართავდა.
გიორგი მესამე იყო ბაგრატიონების არისტოკრატული ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ბაგრატიონები საქართველოს უძველესი ქრისტიანული არისტოკრატული გვარია, რომლის წარმომადგენლებიც მეფეების და მთავრების სახით, ქვეყანას შუასაუკუნეებიდან მოყოლებული ადრეულ მეცხრამეტე საუკუნემდე მართავდნენ.
გიორგი მესამე მამის, დიმიტრი პირველის ტახტის მემკვიდრე, 1156 წელს გამეფდა და თავიდანვე აგრესიულ გაფართოების პოლიტიკაში ჩაერთო. ეს მრავალ სამხედრო კონფლიქტს იწვევდა საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან და ვინაიდან მეფე გიორგი უმეტესწილად თავად იღებდა გადაწყვეტილებებს, თანდათან მცირდებოდა მისი გავლენის სფეროც.
1177 წელს დიდებულების ერთი ნაწილი პრინც დემნას მეთაურობით აუჯანყდა მმართველ მეფეს. დემნა იყო გიორგი მეფის უფროსი ძმის, დავითის ვაჟი. აქაც ჩვეული მეთოდით მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო გიორგი მესამემ აჯანყების ჩასახშობად. ერთი წლის შემდეგ, 1178 წელს, მან თავისი უფროსი ქალიშვილი, თამარი წარადგინა თანამმართველად და მომავალ მეფედ, რითაც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულა ტახტის გამო მოსალოდნელი კონფლიქტები.
მეფე გიორგი მესამეს მმართველობის პერიოდი, განსაკუთრებით კი მის ქალიშვილ თამართან ერთად ,,საქართველოს ოქროს ხანად“ არის ცნობილი.
ეს პერიოდი არა მხოლოდ დიპლომატიური და სამხედრო ტრიუმფებით, არამედ ეკონომიკური სტაბილურობითა და კულტურის აყვავებით ხასიათდებოდა. სწორედ ,,ოქროს ხანის“ პერიოდში გადაიჭიმა საქართველოს ტერიტორია ჩრდილოეთ კავკასიონიდან ჩრდილოეთ ირანამდე.
მაგრამ ,,ოქროს ხანა“ ცოტა ხნით გაგრძელდა: თამარ დედოფალი 1213 წელს გარდაიცვალა და 1236 წელს მონღოლების მიერ ქვეყნის დაპყრობის შედეგად, ერთი ხელის მოსმით დასრულდა ყოველგვარი ეკონომიკური და კულტურული კეთილდღეობა.
მეფე გიორგი მესამე 1184 წელს გარდაიცვალა. ის დაკრძალულია გელათის მონასტერში, ქუთაისთან ახლოს, დასავლეთ საქართველოში, იმერეთში.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.