ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში ულამაზესი ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია მდებარეობს. მონასტრის ეკლესიის უმეტესი ნაწილი კლდეშია ამოჭრილი, რომელიც გაგაოცებთ თავისი სვეტებიანი არქიტექტურით, რომლის შიდა ნაწილში კამარაა, სადაც კარგად შემორჩენილ საოცრად ლამაზ ფერად ფრესკებს იხილავთ.

ფრესკები გამოსახავს რამოდენიმე სცენას ახალი აღთქმიდან. ჩრდილოეთ კედელზე მეფე გიორგი მესამეს და მისი უფროსი ქალიშვილის და მემკვიდრის, თამარ მეფის ფრესკებია გამოსახული. გიორგისა და თამარის ოთხი ფრესკა, რომლებსაც აქ იხილავთ, ანტიკური მხატვრობის თვალსაჩინო ნიმუშებია, სადაც მომავალ მეფე ქალს თმები არ აქვს დაბურული, ანუ ფრესკაზე მისი ქალიშვილობის პერიოდია ასახული.

გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება: საქართველოში ეკლესიებსა და მონასტრებში მხოლოდ გრძელი შარვლით ან კაბით არის შესვლა ნებადართული. ქალები კი თავსაბურავით უნდა შევიდნენ.

ეკლესიის შიგნით რამდენიმე გასასვლელია, რომლებიც შემოსასვლელი კარიდან მარცხნივ, კლდის შიგნით, დაახლოებით 150 მეტრიანი გვირაბის საშუალებით, კლდეში ნაკვეთი ქალაქის ზედა ნაწილისკენ მიემართება. თუ სივიწროვის შიში გაქვთ, თავი აარიდეთ ამ გვირაბის გამოყენებას.

ღვთისმშობლის მიძნების ეკლესიაში, ერთ-ერთი შუშის კედლის უკან, ბუნებრივი წყარო მოედინება. ადგილობრივები მას თამარის ცრემლებს უწოდებენ. შუშის კედელთან არსებული პატარა აუზი, სადაც ეს წყალი გროვდება, საშუალებას აძლევს მნახველებს ,,თამარის ცრემლები’’ მცირე რაოდენობით სახლში წაიღონ.

მიუხედავად ბილიკებისა და გვირაბების სიმრავლისა, მნახველებს ადვილად შეუძლიათ მოიარონ მთელი ვარძია. ყველა სივრცის თითოეული ბილიკი საბოლოოდ გასასვლელთან მიგიყვანთ.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

Fields marked with * are required.