ვარძია
ცნობილი სამონასტრო კომპლექსი კლდეში
ვარძია მდინარე მტკვარის (თურქულად კურა) მარცხენა სანაპიროსთან მდებარე მთის ფერდობზე არსებული, დიდი გამოქვაბულების ერთგვარი კომპლექსია, რომელიც ქალაქ ასპინძის სამხრეთით, დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.
ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი და ახალციხის ციხესიმაგრე სამცხე - ჯავახეთის ყველაზე ცნობილი და ხშირად მონახულებადი ტურისტული სანახაობაა. მიუხედავად იმისა, რომ მონასტრის მცირე ნაწილში დღესაც ბერები ცხოვრობენ, მაინც შესაძლებელია ამ შესანიშნავი კომპლექსის დიდი ნაწილის დათვალიერება.
სამონასტრო ანსამბლის მშენებლობა მეთორმეტე საუკუნის მეორე ნახევარში, მეფე გიორგი მესამესა და მისი უფროსი ქალიშვილის და მემკვიდრის, თამარ მეფის დროს შესრულდა. ეს გაშლილი კომპლექსი მოიცავს კლდეში ამოჭრილ რამდენიმე ასეულ საცხოვრებელ, საძინებელ და სამუშაო ოთახებს, 12 ეკლესიას, რომელთა შორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი გვიანი მეთორმეტე საუკუნიდან, კარგად შენარჩუნებული ფერადი ფრესკებითაა წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ვარძიის სამონასტრო კომპლექსის თავდაპირველი სიდიდე ბევრად აღემატება დღევანდელს. მეთორმეტე საუკუნის ბოლოს და მეცამეტე საუკუნის დასაწყისში ამ კლდეში ნაკვეთ ქალაქში ცხოვრობდა არამხოლოდ 200 ბერი, არამედ დაახლოებით 50 000 ადამიანი გადანაწილებული 3 000-მდე საცხოვრებელ სახლში. ქალაქში არსებობდა საჯინიბოები, აბანოები, ღვინის მარნები და სასმელი წყლის სისტემები.
1283 წელს ვარძიის ახლოს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ, სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი დაანგრია. დღესდღეობით შენარჩუნებულია დაახლოებით 750 ოთახი, რომელიც 900 კვარდატულ მეტრზე არის განთავსებული.
მეთექვსმეტე საუკუნის შუახანებში ოსმალეთის იმპერიამ რეგიონის დიდი ნაწილი დაიპყრო და რამოდენიმე ასწლეული ბატონობდა. თურქების ბატონობის პერიოდში ბევრი ეკლესია-მონასტერი დაცარიელდა და განადგურდა. ვარძიის სამონასტრო კომპლექსიც დიდხანს იყო მიტოვებული. მხოლოდ საბჭოთა ერას დასრულების შემდეგ, 90 იანი წლების დასაწყისში დასახლდნენ ბერები სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილში, რომელიც საზოგადოებისთვის მისასველი ადგილებისგან მკაცრად არის გამიჯნული, რათა ბერების ყოველდღიური ცხოვრების რითმი არ დაირღვეს.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. 2007 წელს მთელ კომპლექსს და ასევე ვარძია-ხერთვისის გაფართოებულ რეგიონს გაეწია რეკომენდაცია UNESCO მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში მოხვდეს უახლოეს მომავალში.
მისვლა:
ასპინძიდან მომავალი მიემართებით ხერთვისამდე ავტობანი ს 11 - ით და უხვევთ მარჯვნივ გამართულ რეგიონალურ გზაზე შ 58, რომელიც დაახლოებით 15 კილომეტრში კლდეში ნაკვეთ ქალაქ ვარძიამდე მიგიყვანთ. ვარძიაში მისვლა ტაქსით ან მიკროავტობუსითაც არის შესაძლებელი. მიკროავტობუსები გადის ასპინძიდან. გირჩევთ დაიჭიროთ თადარიგი და წინასწარ გააკრვიოთ მიკროავტობუსების განრიგი უკანა გზაზეც.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.
მანქანის და მძღოლის დაქირავებას თავისი უპირატესობები აქვს: ასპინძის გზაზე შეგიძლიათ 2000 წლის ციხესიმაგრე ხერთვისთან შეჩერდეთ, რომელიც ამ მხარეში ნომერ მეორე სანახაობაა თავისი მნიშვნელობით. ასევე შეგიძლიათ ვარძიაში მიმავალ გზაზე, მდინარე მტკვრის გადაკვეთამდე, სანამ ავტოსადგომთან მიხვალთ, შეაჩეროთ და ვარჩიის ულამაზესი ხედებით დატკბეთ.კარგი ამინდის შემთხვევაში საოცარი ფოტოების გადაღების შესაძლებლობა გექნებათ.
სამუშაო საათები და ფასები:
კლდეში ნაშენ ქალაქ ვარძიაში ტურისტული ინფრასტრუქტურა საქართველოს პირობებში შედარებით კარგად არის გამართული. შესასვლელის წინ მანქანების დიდი სადგომია თავისი ბარათის მრიცხველით. იქვე იპოვით რამოდენიმე მაღაზიასაც. რამოდენიმედღიანი სტუმრობის შემთხვევაში აქ რამოდენიმე სახლი სასტუმროთი, 2 სასტუმროთი და რესტორნებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
ვარძიაში შესასვლელი ბილეთის საფასურია 5 ლარი, სამუშაო საათებია სამშაბათიდან კვირამდე 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე, ხოლო მაისიდან ნოემბრამდე საღამოს 7 საათამდე. ორშაბათობით ვარძიის სამონასტრო კომპლექსი დაკეტილია.
მნიშვნელოვანი მითითებები:
ვინაიდან ვარძიის კომპლექსი მთის კალთაზე ამოჭრილი ოთახებისა და დარბაზებისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან დამაკავშირებელი ბილიკებითაა მიერთებული, მოემზადეთ პერიოდულად ცოცვისთვის. ბილეთების სალაროდან უშუალოდ შესასვლელამდე ფეხით დაახლოებით 10 წუთამდე სავალია. ამ მანძილის გავლა პატარა მიკროავტობუსითაც შეიძლება, რომელიც 2 ლარი ღირს. აუცილებლად კომფორტული, სპორტული ფეხსაცმელებით ესტუმრეთ ვარძიას. მიუხედავად ცხელი ზაფხულისა, მაინც თავი შეიკავეთ რეზინის ღია ფეხსაცმელების ტარებისგან.
ვარძიის მოსანახულებლად მინიმუმ 2 საათი გამოყავით.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.