ვანის ქვაბები

ცნობილი კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის ,,ვარძიის’’ ახლოს, რამდენიმე კმ.ში, მტკვირს მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს შედარებით მცირე ზომის კლდეში ნაკვეთი მონასტერი - ვანის ქვაბები. სიტყვა ქვაბი იგივე გამოქვაბულს ნიშნავს.

 ს11 გზატკეცილის გავლით ქალაქ ასპინძადან ხერთვისის ციხესიმაგრისკენ, უხვევთ მარჯვნივ რეგიონალურ გზაზე შ 58 მტკვრის გასწვრივ. 20 წუთში მიადგებით ვანის ქვაბებს.

 მართალია ვანის ქვაბები ისეთი ცნობილი არაა, როგორც ვარძია, თუმცა ის მე-8 საუკუნით თარიღდება ვარძიაზე რამდენიმე ასწლეულით უფრო ძველია.

 ვანის ქვაბები მოიცავს 19 სხვადასხვა სივრცეს, რომელსიც 200-ზე მეტი გამოაქვაბულია განთავსებული. მათ შორის არის სამი ეკლესია. აქედან 2 მეტნაკლებად შემორჩენილია. ვინაიდნ ვანის ქვაბებს რკალური ფორმა აქვს, ყველა მხრიდან შეიძლება ქვაბების საპირისპირო მხარის დანახვა.

 მონასტრის ერთ-ერთი ეკლესია პირველ სართულზეა და წინდა გიორგის სახელზ ატარებს. გარე გალავანი არაა შემორჩენილი, მაგრამ არქეოლოგიური გათხრები მეტყველეენ იმაზე, რომ მისი სიმაღლე 12 მეტრს აღწევდა. აქაა პატარა, დაახლოებით 1,5 მეტრი სიმაღლის სენაკი, რომელსაც აკლდამის ფორმა აქვს და კონსტრუქციის საძირკველს წარმოადგენს.

 შემორჩენილია გამოჭრილი ჭიშკარი ჩაღრმავებით, რომლის ქვემოთაც კალნკელის ამოჭრილი დეტალები და სამრეკლოს მოჩუქურთმებული ქვები აღმოაჩინეს. კანკელი უმეტესწილად ხისგან გამოჭრილი სივრცის გამანაწილებელია, რომელზეც ფრესკებია.  კანკელი გამყოფია მართლმადიდებლურ ეკლესიებში ეკლესიის საკურთხეველსა და  მის ცენტრალურ ნავს შორის.

 ზედა სართულზე მეორე ეკლესიაა, რომლის შიდა კელდებზეც წარწერებია. ეს წარწერები უმეტესწილად სამხედრო შინაარსისაა. ლეგენდის თანახმად ის ქალს პატიმრებს ეკუთვნის მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში.

 წარწერებში ამოიკითხავთ ასევე ,,ვეფხისტყაოსნის’’ რამოდენიმე სტრიქონს.

ვარძიის მსგავსად, ვანის ქვაბებიც არაერთხელ განადგურებულა არამხოლოდ მონღოლი, ირანელი თუ თურქი დამპყრობლებისგან, არამედ სტიქიების შედეგადაც. სამცხე-ჯავახეთში 1089, 1283 და 1319 წლებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

 ცნობილი ქართველი მეფის, თამარის მეფობის პერიოდში, მე-12 საუკუნის ბოლო ხანებსა და მე-13 საუკუნის დასაწყისში, ვანის ქვაბები ისევ აღადგინეს და გაზარდეს.

 ადრინდელი წყაროები ამბობენ, რომ ეს მონასტერი არისტოკრატული წარმოშობის ოჯახს, თმოგველებს ეკუთვნოდა. თმოგველები მხარგრძელთა ოჯახის ერთ-ერთი შტო იყო. მხარგრძელები კი თამარ მეფის კარზე მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.

 თავისი ისტორიის განმავლობაში ვანის ქვაბები ძირითადად მონასტრის დანიშნულებას ასრულებდა. აქ ძირითადად ბერები ცხოვრობდნენ. ბერები დღესაც ცხოვრობენ. ბერების გარდა რამდენიმე მქადაგებელიც ცხოვრობს აქ.

ვანის ქვაბებში შესვლა უფასოა. აქ ბევრად მცირე მნახველია ვიდრე ვარძიაში მტკვრის მეორე მხარეს. აქაც გირჩევთ მყარი ფეხსაცმელების ჩაცმას, რადგან მონასტერთან ასასვლელი ოდნავ ციცაბოა.

მისვლა:
ასპინძიდან მთავარი გზატკეცილის ს11 გავლით ხერთვისის ციხესიმაგრემდე მიდით, შემდეგ მარჯვნივ მოუხვიეთ და გადადით შ 58 რეგიონალურ გზაზე და გააგრძელეთ გზა მდინარე მტკვრის გასწვრივ ვარძიის მიმართულებით. ვანის ქვაბები მდებარეობს ხერთვისიდან ვარძიისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე კილომეტრში, მტკვირს იმ მხარეს, სადაც გზა გადის. ახალციხიდან შესაძლებელია ტაქსით მისვლა დაახლოებით 1 სთ. 20 წთ.ში (50 ლარი), ასპინძდან დაახლოებით 40 წთ.ში (25ლარი)

მანძილი:
ახალციხე - ვანის ქვაბები: 60 კმ | ასპინძ - ვანის ქვაბები: 29 კმ

სამუშაო საათები და ფასები:
ვანის ქვაბები ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოინახულოთ. შესვლა უფასოა.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

Fields marked with * are required.