კედლის მხატვრობა
ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კედლის მხატვრობა
ტიმოთესუბნის მონასტრის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის შიდა მოხატულობა უნიკალურია აქართველოს შუასაუკუნეების ხელოვნებაში. მათი უმეტესობა ,,ოქროს ხანაში’’, თამარის მეფობის პერიოდში 1205 დან 1215 წლამდეა შესრულებული.
თამარი, რომელიც ოფიციალურად მეფედ (და არა დედოფლად) ავიდა ტახტზე, პირველი მმართველი ქალი იყო დამოუკიდებელი საქართველოსი. ის 1184 დან 1213 მეფობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტიმოთსუბნის კედლის მხატვრობა ერთ მთლიან ნაწარმოებს წარმოადგენს, მოხატულობაში ცხადად განირჩევა სხვადასხვა ოსტატის ხელწერა. ისინი სტილისტური ერთიანობის ფარგლებში ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი მკვეთრი, სრულიად განუმეორებელი ხასიათით, ფერებით და გარდამავალი ხაზებით.
ფრესკების ერთობლიობა კომპლექსური ანსამბლია, მდიდარი იკონოგრაფიაა მართლმადიდებლურ რელიგიური სააღდგომო ტრადიციის გამოხატვით, რომელიც ქრისტეს გამოსახულების, ბოლო განაჩენის და ასევე ღვთისმშობლის ფრესკებისგან შედგება.
21-ე საუკუნის დასაწყისში ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას შიგნით და ასევე შემოგარენში რესტავრაციას უტარებს საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი.
ჯერ შედგა ზუსტი საჭიროება რესტავრაციის, რომელსაც თან ახლდა ფოტოდოკუმენტაცია. 2002 და 2003 წლებში ჩატარდა არქიტექტურული სტრუქტურის სრული სანირება. შეკეთდა სახურავი და სარკმელები, დაინსტალირდა სადრენაჟე სისტემები და გუმბათის შიდა მხარე გაიწმინდა. პროექტის დასასრულს ფრესკები სპეციალური ხსნარით ბაქტერიებისგან გაიწმინდა, ხოლო შემდეგ ჩატარდა მათი საგანგებო რესტავრაცია.
ტიმოთესუბნის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიიაში ჩატარებული სამუშაოებისთვის საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა და მისმა პარტნიორებმა 2006 წელს მიიღეს ევროკავშირის ხელოვნების მემკვიდრის ჯილდო.
ფოტო: SJDC
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.