ტიმოთესუბანი

პატარა სოფელი ტიმოთესუბანი თითქმის 300 მოსახლით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარეობს. დაახლოებით 18 კმ.ში ბორჯომის სამხრეთ-დასავლეთით. სოფელში იგივე სახელწოდების შუასაუკუნეების მონსატერი არის.

 როგორც რეგიონში არსებული მონასტრების უმეტესობა, ტიმოთესუბნის მონასტერიც რამდენიმე შენობისგან შედგება. ისინი სხვადასხვა საუკუნეებშია აგებული. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო ადრეულ მე-11 საუკუნეში და ყველაზე ბოლო შენობა მე-18 საუკუნით თარიღდება.

 მონასტრის ყველაზე დიდი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაა. ის თამარის მეფობის პერიოდში 1184 – 1213 წლებში, ეგრეთწოდებულ ,,ოქროს ხანაში’’ აშენდა.

 ამ პერიოდში მიაღწია ქვეყანამ ეკონომიკურ და სამხედრო სიძლიერეს და ამ პერიოდშ აყვავდა მხატვრობა, პოეზია და კულტურის სხვა სფეროები.

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ქართული მოვარდისფრო ქვით აშენდა. ნაგებობა ორ თავისუფლად მდგარ სვეტზეა აღმართული და სხვა იმდროინდელი ეკლესიების მსგავსად, ოთხკუთხედი კონსტრუქცია და აფსიდა აქვს აღმოსავლეთით.

 ბაზილიკას ასევე აქვს ტიპიური, ცილინდირსებრი გუმბათის ყელი, რომელზეც გუმბათია აღმართული. გუმბათის ყელზე ირგვლივ ვიწრო სარკმელებია, რომელთა შორის ნახევარი ღიაა, ნახევარი ამოშენებული.

 ლეგენდის თანახმად ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ახალციხის არისტოკრატ შალვა ერისთავს აუშენებია. შალვა, რომელიც 1227 წელს გარდაიცვალა, თორელი ახალციხელის სამეფო ოჯახის სამხედრო მაიორი იყო და დიდ როლს ასრულებდა თამარის მეფობის დროს დამპყრობლურ ომებში.       

 წოდება ერისთავი მიესადაგება დაახლოებით ინგლისურ წოდება ჰერცოგს. შუასაუკუნეების საქართველოში ამ წოდებას ყოფილ სამხედრო მაიორებს ანიჭებდნენ, როცა ისინი დიდი პროვინყიების გამგებლები ხდებოდნენ.

 ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი შიგნით მთლიანად მოხატულია და თავისი უნიკალურობით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლებს წარმოადგენს. მხატვრობა ადრეული მე-13 საუკუნით თარიღდება.

21-ე საუკუნის დასწაყისში ეკლესიას და მის შიდა მხარეს სრული რესტავრაცია ჩაუტარა საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა. ცენტრი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ქართული კულტურის, ხელოვნების  შენარჩუნება, განვითარება და მისი ფინანსური მხარდაჭერა.

მისვლა:
სოფელი ტიმოთესუბანი ბორჯომის სამხრეთით 18 კმ.ში მდებარეობს. სოფლამდე მისვლა ან ტაქსით (15 ლარი, 30 წთ.), ან მიკროავტობუსით (2ლარი, 40 წთ.) შეგიძლიათ.

მანძილი:
ბორჯომი - ტიმოთესუბანი: 18 კმ | ახალციხე - ტიმოთესუბანი: 65 კმ

სამუშაო დღეები და ფასები:
მონასტერში შესვლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. შესვლა უფასოა

მიაქციეთ ყურადღება:
როგორც საქართველოს ეკლესია-მოანსტერბის უმეტესობასთან, აქაც მწირი ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ. წყლის და ადგილობრივი პროდუქტების შესაძენად აქ პატარა მაღაზია დაგხვდებათ. ღამის გასათევად კი სოფელ ტიმოთესუბანში იპოვით რამდენიმე საოჯახო სასტუმროს.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

 

Fields marked with * are required.