ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
საფარას სამონასტრო კომპლექსის უძველესი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაა და დიდი ვარაუდით მე-10 საუკუნეშია აგებული.
არ არსებობს არც ჩანაწერები და არც მინიშნებები თუნდაც მრავალფეროვან ორნამენტებზე ეკლესიის შემქმნელის შესახებ.
1989 წელს, მას მერე, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა და ის მის სავარაუდო თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდა. აქ მთავარ სამუშაოს კედლები წარმოადგენდა, რომლებიც მე-19 საუკუნეში რუსი ბერების აშენებული იყო. ამ კედლების უკან არაერთი ჩამალული ფრესკა აღოაჩინეს.
ეს ფრესკები არა მე-10, არამედ მე-14 საუკუნით, ჯაყელების მმართველობის და თავად მონასტრის აღმავლობის პერიოდით თარიღდება.
ტრადიციული ხელნაკეთი ხელოვნების ნიმუში ულამაზესი მაგალითია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის კანკელი. ის მომწვანო ქვისგან შედგება და ბიბლიურ სცენებს ასახავს. მათ შორისაა ღვთისმშობლის ხარება და ღვთისმშობლის შეხვედრა ელიზაბეტთან, იოანენათლისმცემლის დედასთან.
აღმოსავლეთ ქრისტიანობაში კანკელი არის კედელი, რომელზეც გამოსახულია ფრესკები და რელიგიური ნახატები. კანკელი ეკლესიის ნავს ეკლესიის სიწმინდისგან ყოფს. საფარას ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის კანკელი დღეს თბილისში, საქართველოს ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში ინახება.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.