Church of Saint Saba

წმინდა საბას ეკლესია

წმინდა საბას ეკლესია

საფარას კომპლექსის ყველაზე დიდი ეკლესია მე-13 საუკუნეში აშენდა და ის წმინდა საბას სახელს ატარებს.

 საბა ბერი და ეკლესიის მღვდელი იყო მე-6 საუკუნის ბოლოს და მე-7 საუკუნის დასაწყისში, რომელიც უმეტესწილად განდეგილად ცხოვრობდა გამოქვაბულებში. როგორც ჩანს, სარგის პირველსაც მსგავსი განზრახვა ჰქონდა, რომელიც 1268 წლიდან განაგებდა სამცხეს რეგიონს. თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ის გადადგა, ბერად აღიკვეცა და საბა დაირქვა.

 წმამის საპატივცემულოდ, მისმა შთამომავალმა და მემკვიდრემ, ბექა პირველმა ააგო წმინდა საბას ეკლესია. სავარაუდოდ ეკლესიის მშენებლობა მამამისი სიცოცხლის პერიოდში მიმდინარეობდა, ანუ 1285 წლამდე დაიწყო. არქიტექტორი, რომელსაც ეკლესიის მშენებლობა დაევალა, იყო გვარად ფარესასძე. მისი სახელი დღესაც ჩანს ეკლესიის დასავლეთ შესასვლელის ფანჯრის თაღზე.

 წმინდა საბას ეკლესიის შიდა ნაწილში, ჯვრისფორმის პირველ სართულზე, ყოველ კუთხეში ოთხი ვიწრო ფანჯარაა. ასევე ვიწრო რვა ფანჯარაა გუმბათის ყელზე განლაგებული, რომლებშიც ძნელად იჭრება დღის სინათლე.  გუმბათის ყელი წარმოადგენს ბიზანტიური სტილის ეკლესიის ვერტიკალურ ნაწილს, ხშირად ცილინდრისებრი ფორმის, რომელზეც გუმბათია აღმართული.

 მიუხედავად მწირი განათებისა, წმინდა საბას ეკლესიის მონახულება ნამდვილად ღირს. სამხრედ კედელზე შემორჩენილი ფრესკები მე-14 საუკუნიდან, ყველაზე ძველია მთელ რეგიონში. ფრესკებზე ჯაყელების ოჯახის ოთხი წევრია წარმოდგენილი, სამცხე - ჯავახეთის მმართველები მე-13 საუკუნის შუა პერიოდიდან, მე-14 საუკუნის შუა ხანებამდე იყვნენ: სარგის პირველი, ბექა პირველი, სარგის მეორე და ყვარყვარე.

 დასავლეთ კედელზე ბიბლიური სცენაა წარმოდგენილი. პირველ სართულზე აფსიდაში ეპისკოპოსებისა და სხვა სასულიერო პირების პორტრეტებს იხილავთ, გუმბათის ყელზე კი კედლის მხატვრობა გამოხატავს თორმეტიდან რვა ახალგაზრდა იესოს, ხოლო გუმბათის ჭერზე იხილავთ ღვთისმშობლის მიძინებას.

 ვინაიდან ეკლესია კლდის პირზეა აგებული, მისი აღმოსავლეთ ფასადი თითქმის მიუდგომელია და არ არის მოჩუქურთმებული. ხოლო სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის და ფანჯრების ირგვლივ ორნამენტებს იხილავთ. ორნამენტები ჩანს ასევე ჩრდილოეთ შესასვლელის ტიმპანზე, რომელშიც ჯვარია გამოსახული, რომელშიც ორი ჩიტით მორთული მედალიონია ჩსმული. არქიტექტურაში ტიმპანი შესასვლელის, კარის ან ფანჯრის თავზე არსებულ ნახევრად სფეროსებრ, ან სამკუთხა დეკორატიულ კედელს ნიშნავს

 საფარას კომლექსისი შემადგენელი ნაწილია სამრეკლო ოთხკუთხა პირველი სართულით. ის ერთ-ერთი უძველესია საქართველოში.

 წმინდა საბას ერთ-ერთი ქვის ფილა, რომელშიც წმინდა გიორგის გამოსახულებაა ამოტვიფრული, დღეს საქართველოს ხელოვნების ერვნულ მუზეუმში ინახება.

 პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

 

Fields marked with * are required.