საფარას მონასტერი
ქალაქ ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 13 კილომეტრში მდებარეობს საფარას მოანსტერი. რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა.
საფარა ქართულად სამალავს ნიშნავს და ის თავის სახელს ამართლებს. ოსმალების იმპერიის შემოსევისას მე-16 საუკუნეში, საფარა ერთ-ერთი გამონაკლისია ამ რეგიონში, რომელიც თავისი ადგილმდებარეობის გამო გადაურჩა დარბევას.
მონასტრის ისტორია სავარაუდოდ მე-8 საუკუნიდან იწყება. ის ერთ-ერთი პირველი ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაა. მას მოგვიანებით დაემატა სხვა შენობები, მათ შორის თავდაცვის სისტემები.
საფარას სამონასტრო კომპლექსი მრავალი შენობისგან შედგება და მათი დათვალიერება შესაძლებელია. მათ შორისაა წმინდა საბას ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია და წმინდა გიორგის ეკლესია. მაშინდელი სასახლისა და სამრეკლოსგან შემორჩენილია ნანგრევები.
მიუხედავად იმისა, რომ საფარა უკვე მე-9 საუკუნეში აქტიურად მოქმედი სამონასტრო კომპლექსი იყო, მხოლოდ მე-13 საუკუნეში მიაღწია კომპექსმა აყვავების ხანას, როცა ის ქართული არისტოკრატული ოჯახის, ჯაყელების მფლობელობაში გადავიდა.
სარგის პირველი ჯაყელი, რომელიც სამცხეს რეგიონის პირველი დამოუკიდებელი თავადი იყო, თავის ვაჟიშვილ ბექასთან ერთად პასუხისმგებელი იყო საფარას ეკლესიის მშენებლობის: წმინდა საბას ეკლესია, თავისი ჯვრის ფორმის კონსტრუქციით მე-13 საუკუნიდან, რომლის შიგნითაც მე-14 საუკუნეში კარგად შემორჩენილ ფრესკებს იხილავთ. წმინდა საბა, რომლის სახელსაც ეკლესია ატარებს, მე-6 საუკუნეში მოღვაწე ბერი და მღვდელი იყო, ვისი სახელიც შემდეგ თავად სარგის ჯაყელმა მიიღო, როცა ის თვად გახდა ბერი.
ბექა პირველ ჯაყელმა, რომელიც მამამისი მერე 1285 დან 1306 ბატონობდა, დამატებით დიდი სასახლე ააგო. მისი ნანგრევების დღემდეა შემორჩენილი. სავარაუდოდ საფარას უხეშად ნათალი ქვით ნაშენი სასახლე განსაცვიფრებელი იყო. არის ვარაუდი, რომ კომპლექსს მეორე სართულიც ჰქონდა. დღემდე კი მხოლოდ პირველი სართულის
მე-16 საუკუნეში ოსმალების იმპერიის შემოსევის დროს, ეკლესიასა და სასახლეში არსებული ხელოვნების ნიმუშები სხვადასხვა ქალაქებში გაიტანეს და ძარცვასა და მოსპობას გადაარჩინეს.
მე-19 საუკუნეში ისევ მოვიდნენ ბერები და ნახევრად დანგრეულ მონასტერში დაიწყეს ცხოვრება-მოღვაწეობა. თუმცა 1893 მონასტერი ჯერ განდეგილების თავშესაფრად, ხოლო მე-20 საუკუნეში კი, საბჭოთა კავშირის პერიოდში არარელიგიური მიზნებისთვის გადაკეთდა.
1989 წელს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ისევ აღდგა საფარას მონასტერში რელიგიური ცხოვრება.
მისვლა:
ახალციხიდან რამდენიმე კილომეტრი მიდიხართ მთავარ გზატკეცილზე ს 11 სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც პატარა გზაზე უხვევთ. ადგილობრივმა მძღოლებმა კარგად იციან ეს გზა და გირჩევთ ტაქსის აყვანას (8-10 ლარი). 13 კმ.იანი გზისთვის ახალციხიდან საფარას მონასტრამდე დაახლოებით 25 წთ.დაგჭირდებათ, რადგან გზა უსწორმასწოროა.
მანძილი:
ახალციხე – საფარას მონასტერი: 13კმ
სამუშაო საათები და ფასები:
საფარას მონასტრის მონახულება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. შესვლა უფასოა.
მიაქციეთ ყურადღება:
ისევე, როგორც ეკლესია-მონასტრებთან უმეტესწილად, აქაც ტურისტული ინფრასტუქტურა ძალიან მწირია. აქ არ არის მაღაზია, სადაც წყალს, ხილს ან ადგილობრივ პროდუქტს შეიძენთ.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.