Blood stones

სისხლიანი ქვები

მძიმე წარსულის მდუმარე მოწმეები

მწვანე მონასტრის ბაზილიკაში ერთი ქვაა, რომელსაც მოწითალო წინწკლები ატყვია. სავარაუდოდ ეს სისხლის წვეთებია, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დარბევისას და ამოხოცვისას შემორჩა ქვაზე.

 1550 წელს, ირანის შაჰის, თამაზ პირველის ჯარებმა დაარბიეს და დაანგრიეს მწვანე მონასტერი. ბერები, რომლებმაც ახლომდებარე ტყეში მიმალვა ვერ მოასწრეს, აწამეს და დახოცეს. ლეგენდის თანახმად, ბევრი ქვა, რომლებიც ბერების სისხლით იყო მორწყული, მდინარეში მოისროლეს.

 როცა ხალხმა ამ ქვების შესახებ შეიტყო, დაიწყო ამ ქვების შეგროვება და სახლში წაღება იმ რწმენით, რომ ეს ქვები სიკეთესა და კეთილდღეობას მოუტანდა მათ.

 ლეგენდის მიხედვით დღემდე სჯერათ მწვანე მონასტრის ბერებს, რომ ქვები მათი წინამორბედი ბერების სისხლითაა მორწყული.  ისინი სასწაულს მიაწერენ იმ მოვლენას, რომ სისხლის წვეთებს ჟამთა სვლა, წლები ან წყლის ტემპერატურა ვერაფერს დააკლებს და ვერ წაშლის.

 რა თქმა უნდა, არსებობს ამ მოვლენის ლოგიკური ახსნა: მეცნიერული კვლევების თანახმად ქვა შეიცავს რკინის ოქსიდს, რაც მას წითელ შეფერილობას აძლევს და ის მზის სხივებზე ბზინვარებას იწყებს.

 ფოტო: SJDC

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

Fields marked with * are required.