Basilica

ბაზილიკა

მწვანე მონატრის ეკლესია მე-8 საუკუნით თარიღდება. ეკლესია უხეშად ნათალი დიდი ქვებისგან არის აგებული. კედლებს გვიან გაზაფხულსა და ზაფხულში მომწვანო ელფერი დაკრავთ, რასაც ირგვლივ მდებარე ტყე იწვევს.

ეკლესიის ფართობი 300 მ2 ( 15მ. X 20მ.) შეადგენს. მთავარ ნავს სამხრეთით და ჩრდილოეთით ფლანგად მომცრო ნავები ახლავს.

მთავარ ნავს აღმოსავლეთით, რომელიც მწვანე მონასტრის შესასვლელი ჭიშკრის მხარეს არის და ასევე სამხრეთით და ჩრდილოეთით, ორ-ორი ვიწრო სარკმელი აქვს, სადაც ძნელად აღწევს დღის სინათლე.

 მე-8 და მე-9 საუკუნეებში, როცა ეკლესიები ადრეულ რომანულ სტილში იგებოდა, ჩვეულებრივ ვიწრო, თაღოვან სივრცეებს ურთავდნენ თან კარებს და სარკმელებს.

ბაზილიკის სადა ქვებს რამოდენიმე ფრესკის ფრაგმენტების გარდა, არანაერი დეკორაცია არ აქვს. სავარაუდოდ შემორჩენილი ფრესკების ფრაგმენტები დასავლეთ კედელზე მე-13 საუკუნეშია შექმნილი

ფოტო: შპს beyondarts 

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

Fields marked with * are required.