ჭულევის მონასტერი
ჭულევის მონასტერი ( ასევე ცნობილია როგორც ჭულე, ჭულები, ან ჭულეს მონასტერი), მეთოთხმეტე საუკუნის ქართულ-მართლმადიდებლური მონასტერია და სოფელ პატარა ზანავთან ახლოს, ქალაქ ადიგენიდან დაახლოებით 4 კილომეტრში მდებარეობს. ადიგენი ახალციხიდან დასავლეთით, 20 კმ.-ში მდებარეობს.
სახელწოდება „ჭულევი“ მომდინარეობს ძველქართული სიტყვიდან „ჭური“, რომელიც ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. ჭულევის ადგილმდებარეობა სავსებით შეესაბამება, რადგან ძველი ეკლესია სოფელ პატარა ზანავის უკან ტყეში, მიმალულ ადგილასაა.
შუასაუკუნეების წყაროებზე დაყრდნობით ჭულევის მონასტერი საკმაოდ აქტიურ სამონასტრო საქმიანობას ეწეოდა უკვე მე-11 საუკუნეში. მაშინდელი სამონასტრო კომპლექსიდან დღემდე მხოლოდ ეკლესია და მომცრო ფორმის მომიჯნავე შენობები შემორჩა. ეკლესია მე-14 საუკუნეში აშენდა და დაახლოებით 200 წელი ფრიად მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ცენტრი იყო სამხრეთ საქართველოში.
ჭულევის მონასტერი ფორმით მასთან ახლომდებარე ეკლესიებს, ზარზმას და საფარას წააგავს. ამაზე მეტყველებს ჯვრისებრი ფორმის გეგმა გუმბათის ყელით, რომელიც ნაგებობის ჭერის ყველაზე მაღალ კომპონენტს შეადგენს. გუმბათის ყელს ვერტიკალური ცილინდრის ფორმა აქვს და უმეტეს შემთხვევაში 12 ვიწრო სარკმლისგან შედგება, რაც ქრისტეს 12 მოციქულის სიმბოლოა. ულევის მონასტრის შემთხვევაში 6 სარკმელი ჩვეულებრივია, დანარჩენი 6 კი ამოშენებული.
ეკლესიის შიდა ნაწილში ნახავთ ხატმწერ არსენის მიერ შუასაუკუნეების ასომთავრული ანბანით შესრულებულ წარწერებს. არსენის მიერაა 1381 წელს შესრულებული ეკლესიის ფრესკა. რესტავრირებულ და დღემდე შემორჩენის ფრესკაზე კარგად ჩანან ჯაყელების ცნობილი არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენლები, რომლებიც მრავალი ასწლეულის განმავლობაში პატრონობდნენ მონასტერს.
როცა მე-16 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიამ სამცხე - ჯავახეთი დაიპყრო, ბევრ სხვა, იმ მიდამოში არსებული ეკლესია-მონასტრების მსგავსად, ჭულევის მონასტერიც დაცარიელდა და უპატრონოდ დარჩა. ადგილობრივმა მოსახლეობამ მაინც შეძლო ეკლესიის ზარების და სხვა საეკლესიო ნივთების გადარჩენა. მათ ყველაფერი მონასტრის ირგვლივ მდებარე ტყეში ჩამარხეს.
საბჭოთა კავშირის საქართველოზე ბატონობისას არქიტექტორებმა ჯერ 1930 და შემდეგ 1970 და 1980 წლებში ამაოდ სცადეს მონასტრის კომპლექსის აღდგენა. ამ პროცესებში კონსტრუქციის ბევრი დეტალი და ნაგებობის თავდაპირველი ნაწილები სრულიად გაქრა.
მონასტრის ზარები შემთხვევით 1980 წელს, ტყეში გარკვეული სამუშაოების შესრულებისას შემთხვევით აღმოაჩინეს. თავდაპირველად ზარები ახალციხის მუზეუმს გადასცეს, მაგრამ 1999 წლის ოქტომბერში, საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წლის შემდეგ მონასტერი ამოქმედდა და ზარები მონასტერს დაუბრუნდა.
2003 წლიდან ჭულევის სამონასტრო კომპლეხისი სიტემატური რესტავრაციები დაიწყო. ეკლესია სრულად აღდგა, ასევე მოხდა მიმდებარე ოთახების და ბერების საცხოვრებელი სივრცეების რესტავრაცია და ადაპტირება. აღდგა შემოსასვლელ ჭიშკართან არსებული მონუმენტური ქვის ჯვარიც.
მისვლა:
ჭულევის მონასტერი პატარა ზანავთან ახლოს მდებარეობს, ადიგენიდან დაახლოებით 4 კმ.ში. ადიგენი ახალციხიდან დასავლეთით 30 კმ.შია მთავარ ტრასაზე ს8. მისვლა შესაძლებელია ადიგენიდან ტაქსით, დაახლ. 15 წუთში (5ლარი), ახალციხიდან დაახლოებით 45 წუთში (20-25)
მანძილი:
ახალციხე - პატარა ზანავი: 34კმ | ადიგენი - პატარა ზანავი: 4კმ
სამუშაო საათები და ფასები:
ჭულევის მონასტრის მონახულება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. შესვლა უფასოა.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.