ტკბილეული
ჩურჩხელა
,,ჩურჩხელა’’ ცნობილი ქართული ტკბილეულია, რომელიც მთელი ქვეყნის ფარგლებში შეიძლება მოიძიოთ. ნიგვზის ლებნები ასხმულია ძაფზე, რომლესაც ამოავლებენ მოხარშულ თათარაში - ყურძნის წვენის ფქვილით შესქელებულ ცხელ წვენში. ,,ჩურჩხელა’’ ძალიან ტკბილია, მაგრამ კარგად ინახება და მოლაშქრეებისთვის კარგი სასუსნავია.
ტყლაპი
,,ტყლაპი’’ ჩურჩხელას წააგავს, მხოლოდ ნიგოზს არ შეიცავს. ყუწძნი წვენი აქაც ფქვილითაა შესქელებული, რომელსაც ფიცარზე, ან ნაჭერზე თხალ გადაუსვამენ და მზეზე აშრობენ. გამომშრალი ტყლაპი ქაღალდივითაა. ჩურჩხელას მსგავსად ისიც კარგად ინახება და შედარებით ნაკლებად ტკბილია, ვიდრე ჩურჩხელა.
ფელამუში
ყურძნის წვენისგან ასევე ფელამუშს ამზადებენ. ამ შემთხვევაში წვენს სიმინდის ფქვილს ურევენ და საბოლოოდ დაახლოებით პუდინგის კონსისტენციის მასას ღებულობთ. ფელამუშ ხშირად ბროწეულის მარცვლებით ალამაზებენ და საახლწლო სუფრაზე ერთ-ერთი საყვარელი დესერტია.
მაწონი
ქართულ მაწონს ხშირად საუზმისას მოაგრთმევენ, რომელსაც ხანდახან თაფლთან ერთად მიირთმევთ.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.