სუფები
ხარჩო
,,ხარჩო’’, როგორც წესი ხორცისგან მზადდება და სქელი, მძაფრი გემოს სუფია, რომელიც სასიამოვნოა ცივ ამინდში. არსებობს ,,ხარჩოს’’ ვარიანტები ცხვრის, ღორის ხორცით, ან ვეგეტარიანული ვერსია პომიდვრით, ან ბრინჯით. სუფის შესქელება ოდნავ ფქვილის შერევით ხდება ხარშვის პროცესში. ხორცს ასევე გატარებული ნიგოზი, ქინძი ან ასევე ქლიავი ემატება. ქართველს რომ კითხოთ, როგორი უნდა იყოს ხარჩო, ის გიპასუხებთ: ,,ცხელი და ცხარე!’’
ჩიხირთმა
,,ჩიხირთმა’’ ქათმის სუფია, რომელსაც, როგორც ცნობილია, ქართველები ნაბახუსევზე მიირთმევენ. მოხარშულ ქათმის ხორცს ემატება ხახვი, ნიორი, ქინძი, ცერეცო, დაფნის ფოთოლი და რამდენიმე წვეთი ძმარი. სუფის შესქელება ხდება ფქვილის და ათქვეფილი კვერცხის შერევით.
ხაში
საათობით იხარშება საქონლის ხორცი და შიგნეული, რომელსაც შემდეგ ემატება რძე და ახლად დაჭყლეტილი ბლომად ნიორი. ,,ხაშიც’’ ცნობილია, როგორც იდეალური სუფი ნაბახუსევზე.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.