მთავარი კერძები
ჩაქაფული
,,ჩაქაფული’’ ცხვრის ჩაშუშულია მჟავე ქლიავით, რომელიც ხორცთან ერთად იხარშება თეთრ ღვინოში. აქაც კლასიკურად ემატება სუნელები, ქინძი, ოხრახუში, ნიორი და ხახვი.
ქათმის საცივი
კარგად შებრაწულ ქათმის ხორცს ურევენ ნიგვზის სოუსში. ნიგოძი გამოიყენება ბევრ ქართულ კერძში და ეს ნაზავი ცოტა უცხოა ევროპული გემოებისგან. მიუხედავად სახელისა, საცივს ცხლად მიირთმევენ. ქათმის საცივი კლასიკური ვარიანთია, მაგრამ ამზადებენ თევზისგან ან მხოლოდ ბოსტნეულისგანაც. საცივს ტრადიციულ ქართულ პურს აყოლებენ.
ხაჭაპური
ყველაზე ცნობილი და შეიძლება ითქვას სავიზიტო ბარათი ქართული სამზარეულოსი არის ხაჭაპური.
,,ხაჭაპური’’ ყველის პურს ნიშნავს და ეს ასეც არის. მართალია ყველა საქართველოს რეგიონში ერთშა და იმავე ინგრედიენტებს: ამოსულ ცომს და ყველს იყენებენ ხაჭაპურის გამოსაცხობად, მაგრამ ყველა მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად აჭარაში, საქართველოს სამხრეთ - დასავლეთ რეგიონში შავ ზღვასთან, ხაჭაპურს ნავის ფორმა აქვს. ცხვება ღუმელში ყველთან ერთად და ბოლოს უმი კვერცხი და კარაგის პატარა ნაჭერი ემატება. არსებობს ,,კუბდარი’’ სვანეთის რეგიონიდან. კუბდარი პატარა და შედარებით სქელი გამომცხვარია, რომელიც ბევრ სუნელში შეკმაზული ხორცითაა ამოვსებული.
ხინკალი
მეორე კლასიკური კერძი.
ხინკალი, ცომის მოხარშული ხორციანი გუნდა, მთელ ქვეყანაში საყვარელი და გავრცელებული კერძია. ხინკალს ხშირად გზის ნაპირებზეც საკმაოდ იაფად ყიდიან. ხინკალი ხელით მზადდება. შერეულ ფარშს ურევენ სუნელებს, შემდეგ მაგარ და აგთხელებულ ცომში დებენ და წყალში ხარშავენ. არის ყველის, კარტოფილის და სოკოს ხინკალიც.
სხვათაშორის ქართველები ხინკალს ხელით მიირთმევენ. მხოლოდ ტურისტები იყენებენ დანა-ჩანგალს. ხელით აიღეთ ხინჯკალი, ფრთხილად ჩაკბიჩეთ, შეისრუტეთ შიგნით არსებული წვენი, რომელიც ხარშვისას წარმოიქმნება. ხინკლის თავს თუ არ მიირთმევთ და თქვენს თეფშზე დატოვებთ, ბოლოს ყველამ იცის ვინ რამდენი ხინკალი შეჭამა.
ლობიო
ლობიც კლასიკური კერძია ვეგეტარიანელებისთვის. მოხარშულ ლობიოს ემატება ქინძი, ოხრახუში, ხახვი, ნიახური, წიწაკა და ოდნავ ძმარი. ყველაფერი ქვაბში ერთად ითუშება. ლობიო შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც ძირითადი მსუყე კერძი ბლომად პურთან, ასევე გარნირადაც გამოიყენოთ.
მწვადი - ქაბაბი
მწვადი, მაყალზე წამოცმული და ნაკვერჩხალზე შემწვარი ხორციც, ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. მწვადს ესაბამება რუსული სიტყვა ,,შაშლიკ’’ ან თურქული ,,შიშქებაბი’’. მაყალზე წვავენ ცხვრის, ღორის ან ხბოს ხორცს შერეულად ან ცალ-ცალკე, წინასწარ პატარა ნაჭრებად დაჭრილს.
ოსტრი
ოსტრი დაახლოებით უნგრულ გულაშს წააგავს. საქონლის ხორცს ხარშავენ ცოცხალ პომიდორთან, ქინძთან, ნიორსა და ხახვთან ერთად. ემატება დაფნის ფოთოლი. ოსტრიც პურთან ერთად ძალიან გემრიელია.
ტაბაკა
,,ტაბაკა’’ ქათმის ხორცის მოყვარულებს ნამდვილად მოეწონებათ. მთლიან ქათამს უსმევენ ნივრის, ქინძის, მარილის, პილპილის და უცხო სუნელისგან დამზადებულ მასას და ტოვებენ ცოტა ხნით. მარინირებულ ხორცს დებენ მაცივარში, რომ ეს მასა კარგად შევიდეს ხორცში. მეორე დღეს ქათამი მთლიანი ფორმით იწვება ტაფაზე. ტაბაკას მიირთმევენ, როგორც წესი, კარტოფილთან და სხვადასხვა სოუსებთან ერთად.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.