Drinks

სასმელები

ღვინო
ღვინო საქართველოში ნომერი პირველი ეროვნული სასმელია. საქართველოში ღვინის წარმოება 6 000 წლის წინ დაიწყო,ა მიტომაც ქვეყანას ღვინის აკვანსაც უწოდებენ. საქწართველოში ყურძნის 500 მეტი სახეობაა, აქედან 40 აქტიურად გამოიყენება ღვინის დასამზადებლად.

ყურძნის ადგილობრივ სახეობებთან ერთად, ქართველებმა აქტიურად დაიწყეს ისეთი საღვინე ყურძნების მოშენება, როგორიცაა მერლო, შარდონე, პინო ნუაღ. ღვინის რეგიონი საქართველოში კახეთია, რომელიც დედაქალაქ თბილისი აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს. დამზადებული ღვინოებიდან 70% წითელი ღვინოა საქართველოში.

ღვინის დამზადების ტრადიციული ტექნოლოგიისთვის ქვევრი გამოიყენება. თიხისგან დამზადებული ქვევრი მიწაში იმარხება. რთველის დროს დაკრეფილი და დაჭყლეტილი ყურძენი იყრება ქვევრში, რომელიც შემდეგ იხურება. ყურძენი ამ დროს დუღს და მიმდინარეობს დაღვინების პროცესი. ღვინის სახეობის მიხედვით წყდება დუღილის და ღვინის ქვევრში გაჩერების პროცესი, რომელიც წლები ან ათწლეულები შეიძლება გაგრძელდეს.

ქართული ტექნოლოგიით წარმოებულ ღვინოებს არ ემატება სულფიტები და აქედან გამომდინარე, ბიოღვინოებია. ტანინის მაღალი შემცველობის გამო, უცხოელი დეგუსტატორისთვის დასაწყისში ცოტა უცხოა ქართული ღვინის დალევა.

მრავალრიცხოვან ქართული ღვინის სახეობებში გარკვევა არცისე ადვილია. მართალია ეტიკეტზე აღწერილია ღვინის რეგიონი და ასევე მარანი, სადაც ღვინო დამზადდა, თუმცა ხშირად არაა ყურძნის სახეობა ან გემოს მიმართულება მინიშნებული.

აი, აქ მაგალითისთვის ყურძნის სახეობის, წარმოშობის და გემოს მოკლე აღწერა: ,,ალექსანდროული“ ძირითადად მშრალი ან ნახევრადმშრალი წითელი ღვინოა სოფელ ხვანჭკარადან, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღოსავლეთში მდებარეობს. საფერავიც ასევე წითელი ღვინოა. ეს სახეობა არის ყველაზე ძალიან საქართველოში გავრცელებული. მისგან არაერთი სახეობის მშრალი თუ ნახევრადტკბილი ღვინო მზადდება და ძირითადად კახეთის რეგიონში ხარობს. მწვანე კახური მსუბუქი, მშრალი თეთრი ღვინოა. რქაწითელი კი არის ყველაზე ცნობილი თეთრ ღვინოებს შორის, რომელიც, როგორც წესი, ნახევრადტკბილი ან ტკბილია.

ლუდი
მართალია საქართველო ღვინის ქვეყანაა, მაგრამ აქ ლუდსაც სიამოვნებით სვამენ. ლუდის ხარშვის ტრადიცია ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებიდან მოდის, სადაც ვაზი ვერ ხარობდა.

დღესდღეობით ქართულ რესტორნებსა და სასურსათო მაღაზიებში არაერთ საერთაშორის ბრენდის ლუდს ნახავთ, მაგრამ ბევრი ადგილობრივი ლუდის პოვნაც შეგიძლიათ. ნატახტარი, ზედაზენი, სვიანი, ყაზბეგი ქართული ლუდის სახეობებია. ქართული ლუდების უმეტესობას ნაკლები ალკოჰოლის შემცველობა აქვთ და დაბალი დუღილის შედეგად მზადდება. თბილისში არაერთ ადგილას შეხვდებით პატარა ლუდსახარშებს, სადაც განსაკუთრებულ, სხვადასხვა სახის ლუდებს ხარშავენ ასევე განსაკუთრებული ჰიფსტერული ტიპის კლიენტურისთვის.

ჭაჭა
საქართველოშ ყოფნისას, თუ ადგილობრივებთან შეხვალთ კონტაქტში, დიდი ალბათობით სუფრაც მაშინვე გაიშლება, სადაც კერძებს და სასმელებს შემოგთავაზებენ. მათ შორისაა ,,ჭაჭა’’, ცნობილი ადგილობრივი, სასმელი მაღალი ალკოჰოლის შემცველობის, რომელიც ყურძნის ჭაჭისგან მზადდება. სიტყვა ,,ჭაჭას’’ ზოგადად არყის მაგივრადაც გამოიყენებენ, მაგალითად სხვადასხვა ხილის არყის სახეობებისთვის. ყველა სახის არაყი მაღალი ალკოჰოლური შემცველობით ხასიათდება.

უალკოჰოლო სასმელები
ვინც ალკოჰოლურ სასმელებზე უარს ამბობს, შეუძლია გემრიელი სხვადასხვა გემოების, ლიმონის, ვანილის და ა.შ. ქართული ლიმონათები გასინჯოს. რა თქმა უნდა საქართველოში ყავასაც სვამენ, მაგრამ ესპრესოს აქ არ სვამენ. უფრო ტიპიურია აქ ეგრეთწოდებული თურქული ყავა, რომელიც მოკას წააგავს. გარდა ამისა, ბალკანეთის ქვეყნების მსგავსად, აქაც უმეტესწილად ხსნად ყავას მოიხმარენ. საქართველოში მოყავთ და სვამენ ასევე მწვანე და შავ ჩაის.

მინერალური წყალი ,,ბორჯომი’’ სამცხე-ჯავახეთიდან მორიგი სავიზიტო ბარათია საქართველოსი. ,,ბორჯომი’’-ს ექსპორტი ხდება მთელს მსოფლიოში. ის მინერალების მაღალი შემცველობით ხასიათდება და არაქართველისთვის გემოს შეგუების პროცესია. ბორჯომს სამკურნალო თვისებებსაც მიაწერენ.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

Fields marked with * are required.