Appetizers

აპეტაიზერები

ტრადიციული ქართული პური
ტრადიციული ქართული პური სუფრის ერთ-ერთი და ისტორიულად უპირველესი შემადგენელი ნაწილია. პური სუფრაზე ყველგანაა და უკითხავადაც მოგართმევენ მაგიდასთან. არსებობს ქართული პურის სხვადასხვა ზომები და ცხობის განსხვავებული წესები: ,,თონის პური’’, თხელი პურია, ,,შოთის პურს’’ მოგრძო ფორმა აქვს, ,,მჭადი’’ სიმინდისგან მზადდება. ამასთან დაკავშირებით დეტალურად შემდეგ აბზაცში იხილავთ.
ქართულ ,,შოთის პურს’’ თითქმის ყველგან შეიძენთ. ის ტრადიციულ ერთგვარ ღუმელში ცხვება. ღუმელი ქვის კასრს წააგავს და ღია თავი აქვს. მცხობელი პურის ცომს ცხელ შიდა კედელზე ხელით ამაგრებს და ცოტა ხანში ხის გრძელი ჯოხით ან ნიჩაბით ამოაქვს გამომცხვარი პური.

მჭადი

,,მჭადი’’ პურის მსგავსია და ტრადიციულად სიმინდისგან მზადდება. მჭადს ლობიოსთან და ყველთან ერთად მიირთმევენ. სვანეთსა დაჩრდილო-დასავლეთ საქართველოში მჭადში ყველს ურევენ და ისე აცხობენ. მას ,,ჭვიშტარი’’ ქვია და ასევე ლობიოსთან და ყველთან ერთად მიირთმევენ, როგორც წესი.

აჯაფსანდალი

,,აჯაფსანდალი’’ სხვადასხვა ბოსტნეულის ჩაშუშულია. დამახასიათებელია სვანეთსა და ჩრდილო-დასავლეთ საქართველოსთვის. მზადდება პომიდვრის, კარტოფილის, ბადრიჯნის, ხახვის, წითელი და მწვანე წიწაკისა და მწვანილებისგან. ოხრახუში და ქინძი აჯაფსანდალს ძალიან უხდება. მისი მირთმევა ცხლად და ასევე ცივად შეიძლება. სხვადასხვა ვარიანტებში საქონლის, ან ცხვრის ხორცსაც ურევენ.

აჯიკა
„Ajika“ ist eigentlich weder Vorspeise noch Beilage, aber dennoch,, აჯიკა’’ თან ახლავს ხორციან კერძებს. ეს არის ერთგვარი სქელი სოუსი მწარე წიწაკის, სხვადასხვა სუნელები, ნივრის, ქინზისა და საფრანისგან. არის მწვანე და წითელი აჯიკა, იმის მიხედვით, თუ რომელ წიწაკას იყენებთ.

ბადრიჯანი
კლასიკურ ქართულ სუფრაზე, რომელსაც თან ახლავს ღვინო, სადღეგრძელოები და სიმღერები, იხილავთ ბადრიჯანს ნიგვზით. ეს არის გრძლად დაჭრილი და შემწვარი ბადრიჯანი, რომელიც სუნელებით შეკმაზულ ნიგვზის პასტითაა შევსებული. გატარებულ ნიგვზის პასტას ურევენ ნიორს, ხახვს, ქინძს, ოხრახუშს და წიწაკას. ბოლოს ნიგვზიან ბადრიჯანს მოაყრიან ბროწეულის მარცვლებს. ბადრიჯნის სხვადასხვა ვარიაციები არსებობს ყველით, მაიონეზით ან ბრინჯით ნიგვზის ნაცვლად. კერძი არამხოლოდ ძალიან გემრიელი, არამედ ვიზუალურადაც თვალში მოსახვედრია სუფრაზე.

ჯონჯოლი

,,ჯონჯოლი’’ აღმოსავლეთ საქართველოში ტიპიური სალათია ერთგვარი, რომელსაც სადილის წინ, ან გარნირად მიირთმევენ.  აყვავილებულ ჯონჯოლს ურევენ წითელ ხახვს, ქინძს, ზეითუნის ზეთს და ძმარს. ჯონჯოლის გემო ოდნავ ფისტას გემოს წააგავს.

ფხალი
ფხალი ვეგეტარიანული სამზარეულოს მოყვარულთათვის იქნება საინტერესო. ეს არის ტრადიციული კერძი და მზადდება სხვადასხვა სეზონური, დაჭრილი ბოსტნეულისგან, როგორიცაა ისპანახი, წითელი ჭარხალი, მწვანე ლობიო ან პრასი. ფხალს მიირთმევედ პირველ კერძად ან გარნირის სახით. ფხალის მზადებისას აქაც ემატება კლასიკურად გატარებული ნიგოზი, ქინძი, ოხრახუში, ყბითელი ყვავილი, ნიორი და დამატებით კამა.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

Fields marked with * are required.