ტრადიციული ქართული სამზარეულო
ტრადიციული ქართული სუფრა
ჭამა-სმა ქართულ ყოველდღიურობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. აქ ყველაზე მთავარია თავად ერთად სადილობის პროცესი, როგორც საზოგადოებრივი მოვლენა
არ არის აუცილებელი ყოველთვის ,,სუფრა’’ გაიშალოს, რომელიც ცნობილი ტრადიციული სადილობის პროცესია და საათობით გრძელდება, აქ მთავარია წესები სადღეგრძელოების თანმიმდევრობის, რომელსაც ხშირას სიმღერები მოსდევს და ა.შ.
მეტი ინფორმაცია ,,სუფრა’’-ს შესახებ იხილეთ ,,ქართულ სტუმართმოყვარეობა’’-ში, რომელიც ,, სამცხე-ჯავახეთის სამოგზაურო ინფორმაციის“ ქვეთავია.
ქართულ სამზარეულოში გამოიყენება ბევრი ხორცი, ყველი და ცომი, რაც სტუმრებისთვის ცენტრალური ევროპიდან ცოტა რთულია. თუმცა სამზარეულოში მრავლადაა ბოსტნეული, განსაკუთრებით ნიორი, ხახვი, ხშირად იყენებენ ნიგოზს და მრავალნაირ სუნელებს და მწვანილებს, მათ შორის ოხრახუშს, ქინძს, ყვითელ ყვავილს.
არც სამცხე-ჯავახეთის სამზარეულოა გამონაკლისი. თუმცა სხვა რეგიონების სამზარეულოსგან ძალინ შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგალითად აქ იყენებენ ბატის ხორცს, რაც თურქული ზეგავლენის მიმანიშნებელია, გამომდინარე ისტორიიდან, როცა ოსმალების იმპერია ასწლეული ბატონობდა ამ მხარეში.
მიაქციეთ ყურადღება და შეკვეთისას წინასწარ აუხსენით მიმტანს თქვენი შეკვეთის თანმიმდევრობა, რა გსურთ პირველ კერძად, მთავარ კერძად და ა.შ. რადგან კომბინირება შესაძლებელია. მაგალითად აქ თავისთავად ჯერ სალათს და შემდეგ ხორციან კერძს არ მოგართმევენ. შესაძლებელია პირიქით მოხდეს. მთავარ კერძებს არ ახლავს ავტომატურად გარნირი. ყველაფერს ცალც-ცალკე თავად უკვეთავთ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ქართული ტრადიციული სამზარეულოს შესახებ, დააკლიკეთ ან ფოტოზე, ან სახელებზე ფოტოების ქვემოთ.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.