Traditional clothes

ტრადიციული ტანსაცმელი

დუხაბორების ტრადიციული ტანსაცმელი მხიარულ ფერებშია და აქაური მკაცრი კლიმატის გამო თბილიც და პრაქტიკულიც.

 ქალებს შავი მორთული ჟილეტები, დანაოჭებული ბოლოკაბები აცვიათ რომელზეც წინსაფრები უკეთიათ. თეთრი ბამბის ან ჭრელი ბლუზები აცვიათ და ხელნაკეთი, წინა მხარეს ტრადიციული დიდი ყვავილით ამოქარგული ქუდები ახურავთ, რომლებსაც შალის თავსაფრის ქვეს იხურავენ.

 კაცების ტანსაცმელს მუქი ფერის შალის შარვლები, ქურთუკები და მუხლებამდე მანტოები წარმოადგენს. მანტოებს წელზე ქამარი ამშვენებს. მაღალყელიანი ჩექმები აცვიათ, მრგვალი ბეწვის ან ცხვრის ტყავის ქუდი ახურავთ.

 ტრადიციული ტანსაცმელი ძირითადად ხელით შეკერილი რუსული გლეხების ტანსაცმელია, რომელსაც დუხაბორები საქართველოში დასახლები შემდეგაც ატარებენ.

 დუხაბორების ტანსაცმლის დამზადება დიდ შრომას და ბევრ მასალას მოითხოვს. მხოლოდ ქალის ბოლოკაბის შესაკერად სამი მეტრი ნაჭერია საჭირო. დანარჩენი სამი კი ჟილეტის, წინსაფრის და სხვა ნაწილისთვის.

 ესაა მიზეზი, თუ რატომ ატარებენ დუხაბორები ტრადიციულ ტანსაცმელს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რელიგიურ დღსასწაულებზე ან ცეკვისას. 

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

 

Fields marked with * are required.