სულების მებრძოლები
დუხაბორები თავს ,,სულების მებრძოლებად’’ მოიხსენიებენ. ისინი პროტესტანტი ქრისტიანები არიან და სჯერათ რომ ღემრთი თითოეულ ჩვენგანშია და რწმენის განსახორციელებლად არაფერერი მატერიალური საჭირო არაა.
არც ეკლესიას, არც სასულიერო პირებს, რიტუალებს თუ ფრესკებს ისინი არ აღიარებენ. მათი რწმენის მიხედვით, მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს ადამიანთა მოდგმის სულიერ და ხორციელ მხარეებს შორის.
ისინი თავს არ მიიჩნევენ რომელიმე რელიგიის მომხრეებად. თუმცა ბავშვის დაბადების, ქორწინების ან გარდაცვალების დროს უბრალო რიტუალებს ატარებენ და ღმერთს ადიდებენ.
მათი ეს ასეთი არამატერიალური მიდგომა გახდა მათი აქ ჩამოსახლების მიზეზი, როცა მათ ეკლესიასა და სასულიერო პირებზე უარი განაცხადეს. უფრო დიდი მიზეზი იყო მათუ უარყოფა ემსახურათ ჯარში.
დუხაბორებს სულიერი მეთაური ჰყავთ, ან, უფრო ზუსტად: ქალი მეთაური, რადგან სქესს შორის განსხვავებას არ გამოხატავენ.
დუხაბორები მტკიცედ იცავენ თავიანთ კულტურასა და რწმენას. ამაში იგულისხმება ჰიმნეის და ლექსების გადაცემა ზეპირსიტყვიერებით, რომელსაც მოსახლეობის შემცირების გამო, გაქრობა ემუქრება.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.